• რეკლამა
  • კონტაქტი
16:02, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ელენე ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება

ალია ავტორი - ალია
11:50 06-29-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება, – ამის შესასხებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ელენე ხოშტარიასთან ექიმების შესვლის შემდეგ, უკვე 14:00 საათზე “ცვლილებისთვის” წევრები სანდრო ეულის ქუჩაზე პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბებიან, სადაც უწყებს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

“ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს, იმიტომ, რომ ამის შემდეგ ჩვენ 14:00 საათზე გვექნება უკვე შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტთან და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთეობის მდგომარეობაზე საბოლოო, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ექიმები შევლენ უკვე რამდენიმე წუთში ციხეში, როგორც უკვე მოგახსენეთ, იქნება საბოლოო დასკვნა მათი მხრიდან და ჩვენ ვიცით, რომ ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება, ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა ასევე იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ, რაც უტოლდება მის წამებას და არაადაიანურ მოპყრობას. 

მე მინდა, ყველას გთხოვოთ, დღეს, 14:00 საათზე სანდრო ეულის 3 ნომერში შევიკრიბოთ პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება ადეკვატური და მოგვცემენ შესაძლებლობას, ელენეს ჯანმრთელობა გამოვასწოროთ და მოვუხსნათ ის მძიმე და აუტანელი ტკივილები, რომელიც მას გამოწვეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ წუთში რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას და ველოდდებით კვლავ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, თუმცა მისი მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯებიც იქნება აეკვატური და საპასუხო იმ იმ უარყოფითი გადაწყვეტილებისა, თუ ამგვარი იქნება მიღებული. ხაზს გავუსვამ, ჩვენ ამ წუთში პოლიტიკურ კაპიტალიზაციას ამ საკითხზე არ ვაპირებთ, ჩვენთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის ჩვენი მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან

13:46 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved