• რეკლამა
  • კონტაქტი
06:19, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მოგვიანებით იგივე გაიმეორა ევროკავშირის რისხვამ და ბრიუსელის ღამის კოშმარმა, შალვა პაპუაშვილმა” – რას წერს დავით ზურაშვილი?

ალია ავტორი - ალია
22:48 06-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი:

,,პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავეშებული ოცნების დეპუტატები ოპოზიციონერ კოლეგას ჯერ კიდევ სცემდნენ, როდესაც ტვ. იმედმა ქარდი გამოდო და გახარიას პარტიას დააბრალა ჩხუბის პროვოცირება.

ოდნავ მოგვიანებით იგივე გაიმეორა ევროკავშირის რისხვამ და ბრიუსელის ღამის კოშმარმა, შალვა პაპუაშვილმა, უკადრებელი იკადრეს გახარიას მომხრეებმა და ქართველი კაცი ღირსების შეურაცხყოფას არავის პატიობსო.

მერე იყო და მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ჩხუბის კადრების ფრაგმენტული ჩვენებით ცდილობდა ისეთი სურათის წარმოჩენას, თითქოს შეხლა-შემოხლა ოპოზიციონერებმა დაიწყეს და როგორც ერთ-ერთმა მოძალადე დეპუტატმა თქვა, “უმრავლესობა ძირითადად აშველებდა.”

ხელისუფლების პროპაგანდისტები, ტროლები, ბოტები და მათთან გათანაბრებული უძირო ქოცებიც რასაკვირველია, ყველაფერს წყეულ ოპოზიციას აბრალებდნენ და თან ნიშნის მოგებით გვეუბნებოდნენ, ეგრე მოგიხდებათ თქვენ, ენას რომ არ აჩერებთო.

და დღეს, ჰოი საკვირველებავ, გადმოდგნენ ეს მუშტიქნევია დეპუტატები და ერთი-მეორის მიყოლებით, ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, არ უნდა გვექნა ეს ცუდი საქმე და საერთოდ ეს არაა ჩვენი სტილიო.

რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც კი არის მხოლოდ სამი ვარიანტი.

ა) თავად მიხვდნენ, რომ შეეშალათ და ნანობენ.
ბ) ბიძინამ დატუქსა.
გ) გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხელისუფლების მომხრეებში და ნეიტრალურად განწყობილებში უპირატესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ოცნების დეპუტატთა საქციელმა.

მე პირადად ვიხრები უფრო “გ” ვარიანტისკენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ გამოკითხვის შედეგების გაცნობის შემდეგ “ბ” ვარიანტიც მომხდარიყო.

ვარიანტი “ა”, რასაკვირველია, გამორიცხულია. უბრალოდ წმინდა ინტელექტუალური კეთილსინდისიერების ამბავში დავწერე, როგორც თეორიული დაშვება.“

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved