ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტში გამეტებით, მუშტებით ცემას ეხმაურება და ამბობს, რომ არ უნდა თქვან დეპუტატებმა უკადრებელი და სავარაუდოდ, შეიძლება იმასაც გულისხმობდეს, რომ თუ არ იტყვიან “უკადრებელს”, არ ცემენ?
“მიუხედავად კოლეგიალური დამოკიდებულებისა, რომელსაც უმრავლესობა იჩენდა მის მიმართ და თქვენს მიმართ, სამწუხაროდ, უკადრებელი იკადრა. ეს არ უნდა განმეორდეს ამ დარბაზში, ასეთი სახის დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან… ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ წერტილამდე მივიდა დღევანდელი სხდომა. სამწუხაროა რაც მოხდა. მინდა მივმართო ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრებს, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. ასეთი ტონალობა, რაც მოხდა. არ მინდა შინაარსი შევიდე“














კომენტარები