ხმაურია პირველ სამშობიაროსთან – პაციენტის ოჯახის წევრებმა კლინიკის ხელმძღვანელის კაბინეტი დაიკავეს და ითხოვენ რომ 32 წლის სიმა კულიევა სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ოჯახი ამტკიცებს რომ კლინიკაში შეყვანის და ოპერაციის გაკეთების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობაა დამძიმდა და კომაში არასწორი სამედიცინო მანიპულაციების შედეგად ჩავარდა.
როგორც 32 წლის ქალის ახლობლები “პირველებთან” აცხადებენ, გეგმიური ოპერაციის ჩატარებიდან მალევე, პაციენტს სეფსისი განუვითარდა და 2 კვირაზე მეტია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
კულიევას ახლობლები მედიკოსის, ზაზა ზაუტაშვილის გვარს ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ მას შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.
პატარა ჯირკვალი ჰქონდა, ზაზა ზაუტაშვილმა უთხრა, რომ პატარა ჯირკვალია, 15 წუთიანი ოპერაცია ჩატარდება და საღამოს სახლში გაგიშვებო. იმ დღის შემდეგ ჩემი შვილის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. მივმართავ საქართველოს – დამეხმარეთ! მივმართავ ჯანდაცვას. 6 წლის შვილი ჰყავს ჩემს გოგოს, არ გაწიროთ ჩემი შვილი”- აცხადებს პაციენტის დედა.
სიმა კულიევას დედა ავერსის დამფუძნებელს, პაატა კურტანიძეს მიმართავს, პირადად ჩაერთოს საქმეში და პაციენტი “პირველი სამშობიაროდან” “ავერსის კლინიაკში” გადაიყვანონ.














კომენტარები