• რეკლამა
  • კონტაქტი
00:45, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პროცედურული საკითხებიც კი პოლიტიკური მდგენელის აშკარა ნიშნებს ავლენს” – საია

ალია ავტორი - ალია
19:36 06-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესების დაჩქარებულად ჩანიშვნასა და სხდომის დარბაზიდან ადვოკატების (ბექა ბასილაიას და დიმიტრი საძაგლიშვილის) გაძევების და საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის საკითხს განცხადებით ეხმიანება.

საია ამბობს, რომ დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის მექანიზმის ისეთი თვითნებური გამოყენება, რომ ეს ინსტიტუტი დაცვის უფლების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად წარმოჩინდეს.

ამასთან, ორგანიზაციის თქმით, აღნიშნულ საქმეზე სხდომების დანიშვნის დაჩქარების პრაქტიკა აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის აღნიშნული დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, რაც ასევე იწვევს შეშფოთებას სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ეფექტიანი დაცვის გარანტიების სრულყოფილად უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

კერძოდ:

ა. ადვოკატების გაძევება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,6 23 ივნისს ზემოთ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა თხოვნით, იმასთან დაკავშირებით, რომ, ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე წუთით დაეტოვებინა სხდომის დარბაზი, რაზეც სასამართლოსგან მიიღო უარი, რასაც საბოლოოდ მოჰყვა სასამართლოს უპატივცემულობის საფუვლით ადვოკატის სხდომის დარბაზიდან გაძევება. სხდომას არ ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილი. თამარ მახარობლიძემ სააკაშვილს დაუნიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი.7

25 ივნისს კი მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილიც დააჯარიმა და გააძევა სხდომის დარბაზიდან. მიზეზად სასამართლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა დასახელდა. საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლემ სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი გაძევების თაობაზე: „პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა კითხვის განრიდების შესახებ, ამის შემდეგ მან მოისმინა ნიკა გვარამიას პოზიცია და მეც მინდოდა, როგორც მის ადვოკატს პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ამის საშუალება არ მომცა და ისე განარიდა შეკითხვა – ეს მაშინ, როდესაც პირდაპირ ვალდებულებაა, ერთი მხრივ, სასამართლოსი და, მეორე მხრივ, პირდაპირ კანონით გათვალისწინებული უფლებაა ადვოკატის, რომ თვითონაც დააფიქსიროს პოზიცია კითხვის განრიდებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მხრიდან არც შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონია ადგილი, არც სასამართლო სხდომის ჩატარებისთვის ხელშეშლას.“8

საიას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს დაცვის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას, მათ შორის, უფლებას, პირმა ისარგებლოს საკუთარი არჩეული დამცველის იურიდიული დახმარებით. ადვოკატის სხდომიდან გაძევებამ და მისი საზოგადოებრივი ადვოკატით ჩანაცვლებამ არსებითად დააზიანა დაცვის მხარის შესაძლებლობა, ეფექტიანად განეხორციელებინა დაცვის უფლება.

სასამართლოს მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ პროცესის შეუფერხებლად ჩატარება, არამედ ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფაც. ეფექტიანი დაცვა ყოველთვის ვერ მიიღწევა მხოლოდ იმით, რომ სხდომას ესწრება რომელიმე ადვოკატი. მნიშვნელოვანია დასაცავ პირსა და ადვოკატს შორის ნდობა, კონკრეტული პირის ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმის მასალების ცოდნა და დაცვის სტრატეგიის შეთანხმების და მომზადების შესაძლებლობა.

აღნიშნული შესაძლებლობის არქონაზე და იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ნაწილში სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, სხდომაზე აპელირებდა კიდეც სააკაშვილისთვის იძულების წესით დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატი, თუმცა სასამართლომ აღნიშნულიც არ გაითვალისწინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ სააკაშვილის ინტერესებს იცავდა მის მიერ არჩეული სხვა ადვოკატიც, რომელიც მართალია სხდომაზე არ იმყოფებოდა, თუმცა მყისიერად საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნასთან მიმართებით აღნიშნული გარემოება სასამართლოსთვის საყურადღებო უნდა ყოფილიყო.

ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა არ ყოფილა იზოლირებული ფაქტი. მათი თქმით, მოსამართლე საქმის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში ავლენდა მიკერძოებულ და უარყოფით დამოკიდებულებას ადვოკატების მიმართ, რაც გამოიხატებოდა მათი პროცესუალური უფლებების შეზღუდვის მცდელობებში, შუამდგომლობებისადმი აშკარად ნეგატიურ დამოკიდებულებაში და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის ხელის შეშლაში. დაცვის მხარის პოზიციით, ადვოკატის გაძევება იყო არა აუცილებელი საპროცესო ღონისძიება, არამედ მოსამართლის მიერ საკუთარი უფლებამოსილების არაპროპორციული გამოყენების კიდევ ერთი გამოვლინება. 9

ადვოკატის სასამართლო სხდომიდან გაძევება არის უკიდურესი ზომა და უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო, პროპორციულ და დასაბუთებულ საფუძველს. აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც იგი უხეშად არღვევს სამართლებრივ ან ეთიკურ ნორმებს. დაუშვებელია, დაცვის უფლებას კანონისა და პროფესიული ეთიკის შესაბამისად დასმული კითხვების და დაფიქსირებული პოზიციების გამო, ადვოკატისთვის შენიშვნის მიცემა ან/და გაძევება. ასეთი გადაწყვეტილებები ზრდის მოსამართლეთა თვითნებობის რისკს და აზიანებს ადვოკატის საქმიანობის ეფექტიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს დაცვის უფლების უზრუნველყოფაზე.10

ბ. სხდომების დაჩქარებულად ჩანიშვნა

საიას შეფასებით, აღნიშნულ საქმეზე სხდომების დანიშვნის დაჩქარების პრაქტიკა აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის აღნიშნული დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან,11 რაც ასევე იწვევს შეშფოთებას სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ეფექტიანი დაცვის გარანტიების სრულყოფილად უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

არსებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომები მაღალი ინტენსივობით ინიშნება, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია სხდომების განრიგთან დაკავშირებით სათანადოდ არ არის გათვალისწინებული. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, სასამართლო თავად იყოს დაინტერესებული და განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდეს, იმისთვის, რომ სწრაფი მართლმსაჯულება არ განხორციელდეს დაცვის უფლების ხარჯზე, მით უფრო მაშინ, როცა სასამართლო არ არის შეზღუდული საპატიმრო ვადებით.

„საკმარისი დროისა და შესაძლებლობის“ სტანდარტის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის სირთულეს, დაცვის მხარის წინაშე არსებულ ობიექტურ გამოწვევებსა და იმას, რამდენად შეეძლო პირს საკუთარი უფლებების ეფექტიანად დაცვა. პროკურატურის ან/და სასამართლოს მხრიდან სხდომების დაჩქარების მოტივად გაჟღერებული სწრაფი მართლმსაჯულების მიზანი, რამდენად ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს იგი, არ უნდა იქცეს დაცვის უფლების შეზღუდვის გამამართლებელ არგუმენტად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლოს პრაქტიკა სხვა საქმეებთან მიმართებით მსგავსი ოპერატიულობით არ გამოირჩევა.

რამდენიმე პოლიტიკოსის მიმართ მიმდინარე საქმეებზე ამავე სასამართლოში საქართველოს პროკურატურა წლებია აწარმოებს სხვა სისხლის სამართლის საქმეებს, აღნიშნულ საქმეებთან მიმართებით კი სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საჭიროება, პრაქტიკაში არ გამხდარა არც სასამართლოს და არც პროკურატურის განსაკუთრებული ყურადღების საგანი.12 ამის ფონზე, კონკრეტული საქმის მიმართ განსხვავებული მიდგომა ნამდვილად აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სასამართლოს პრაქტიკის შერჩევითობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაღალი პოლიტიკური მდგენელის მქონე საქმეებში.

გ. შეჯამება

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, საიას შეფასებით, სასამართლო სხდომების დახურვა, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებისთვის, იმთავითვე აჩენდა საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლემ საჯაროობის შეზღუდვის გზით თავიდან აირიდა დისკომფორტი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სხდომაზე გაჟღერებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ან/და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.13 თუმცა, მოსამართლე თამარ მახარობლიძე ისე წარმართავს სასამართლო სხდომებს, რომ საზოგადოებას დახურული სასამართლო განხილვის პირობებშიც კი ობიექტურად ექმნება შთაბეჭდილება, რომ სხდომების დაჩქარება მიმართულია წინასწარ განსაზღვრული შედეგის გარკვეულ ვადებში დადგომისკენ.

ამასთან დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის მექანიზმის ისეთი თვითნებური გამოყენება, რომ ეს ინსტიტუტი დაცვის უფლების განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად წარმოჩინდეს.

საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე ეს სისხლის სამართლის საქმე პროცესის წარმართვის მოდალობებშიც ავლენს პოლიტიკური მდგენელის აშკარა ნიშნებს. იმ პირობებშიც კი, რომ მოსამართლე თ. მახარობლიძემ საია, როგორც მიუკერძოებელი დამკვირვებელი, პროცესებს არ დაასწრო მათი დახურვის შემდეგ, საია ამ საქმის მასალებს დეტალურად სწავლობს და საზოგადოებას მომავალში გააცნობს შესაბამის შეფასებას ამ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსობრივი და პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved