• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლისის ტბაზე ახალგაზრდა იხრჩობოდა… გამოვარდა ერთი ტყიბულელი ოფიციანტი ბიჭი” – დავით თოფურია

ალია ავტორი - ალია
19:24 06-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,646

დავით თოფურია, სოციალურ ქსელში, წერს:

ლისის ტბაზე ახალგაზრდა იხრჩობოდა გუშინწინ… ღამის 11 საათზე…ამ დროს ბევრი ხალხია ხოლმე ლისზე! ბავშვს გადაუვარდა ბურთი და ეს ახალგაზრდა გაყვა გამოსატანად… ვერ მოიგდო ბურთი ხელში,შეყვა შუა ტბამდე და …იქ გამოეცალა ძალა…
წყალნაყლაპი ხმით ხრიალებდა მიშველეთო!
თავიდან ხუმრობა ეგონათ, მერე ატყდა ერთი ამბავი, გამოიძახეს პოლიცია, მაშველები, სასწრაფო…. და ისინიც მყისიერად ხომ ვერ მოვიდოდნენ …

მოკლედ— გამოვარდა ერთი ტყიბულელი ოფიციანტი ბიჭი (თემო), გზადაგზა იხდიდა ტანსაცმელს, გადაეშვა ამ სიბნელეში -შავ, პირქუშ წყალში..
არაფერი არ ჩანდა… სიბნელეში თეთრი ბურთით მიაგნო ნახევრად გონდაკარგულ ახალგაზრდა კაცს, მიცურა და ძლივს გამოათრია ნაპირზე….
ეცნენ ექიმები და გააქანეს საავადმყოფოში მოსასულიერებლად, და ერთი დღეღამე იქ ყავდათ და გადაარჩინეს….
ეს ტყიბულელი გმირი კარგა ხანს იჯდა ნაპირზე, ისე დაღლილი იყო…. ვერ დგებოდა…

მეორე დღეს, რომ მომიყვნენ , მე -ცურვის არმცოდნე სუბიექტმა,რამით რომ მიმეღო მონაწილეობა ჩემი მოკლე ჭკუით- ფული შევთავაზე პრემიის სახით… არაფრით არ გამომართვა! არაფრით!

ყოველ დილით დავდივარ ლისზე უკვე 16 წელია… ვზივარ ახლა კაფეში, “ინტელიგენცია” რომ ქვია, გერმანელები მყავს სტუმრად,და ვუყურებ ამ ტყიბულელ ოფიციანტ ბიჭს… მუშაობს ჩვეულებრივად.. გარეთ წვიმს… ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ყოველ დილით… თითქოს არაფერი არ მომხდარა… ვეხუმრები, სალნიკოვს ვეძახი მეტსახელად… 
თვალებგაფართოებული მისმენენ გერმანელები, რომ ვუყვები და მასზე მივუთითებ…

ვუყურებ ამ ბიჭს და ვფიქრობ— რა კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ეს ცხოვრების სურვილს და სტიმულს გმატებს ადამიანს… მადლობა შენ ტყიბულელო ბიჭო, რომ მაგრძნობინე ცხოვრების ხალისი !!!

——-
4 მეტრი ყოფილა ლისის ტბის სიღრმე… ღამე საშიში შესახედავია!!! შავი!

არადა რა ლამაზია დილით…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved