• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამიტომაც იყო საბჭოთა კავშირი შინაარსობრივად დამპალი – ფეხბურთის გარშემოც ეს სიყალბე ტრიალებდა” – ვოვა გუცაევი

ალია ავტორი - ალია
15:41 06-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,517
თბილსის “დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელი ვოვა გუცაევი UG Art პოდკასტში საუბრობს იმაზე, რამდენად არაობიექტურად იწვევდნენ და ათამაშებდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ფეხბურთელებს:
“1978 წელს მთელი სეზონი ვითამაშე და ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი თბილისის „დინამოშიც“ და, ალბათ, მთელ საბჭოთა კავშირშიც. 1976 წელს ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გავხდი, ფინალში გოლიც გავიტანე და იმ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ვიყავი.
მიუხედავად ამისა, [სსრკ ნაკრებში] რატომღაც მაინც არ მიძახებდნენ. თუ გამომიძახებდნენ (ფაქტობრივად, ყველა შეკრებაზე ვიყავი მიწვეული), ძირითად შემადგენლობაში არასდროს მაყენებდნენ. არც ლობანოვსკი და არც ბესკოვი, რადგან მათ თავიანთი ფეხბურთელები ჰყავდათ — საკუთარი კლუბებიდან 15-15 კაცი მიჰყავდათ. არ ვიცი, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ კარიერის განმავლობაში 83-ჯერ გავხდი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი [MVP] და 161 საგოლე გადაცემა მაქვს გაკეთებული. მიუხედავად ამისა, ნაკრებში მაინც ამ მდგომარეობაში ვიყავი.
იმასაც დავამატებ, რომ გუცაევი-შენგელია-ყიფიანი იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ტრიოდ ითვლებოდა და მთელი ევროპა ჩვენზე ლაპარაკობდა, მაგრამ ამანაც ვერ გაჭრა, რომ ნაკრების ძირითად ფეხბურთელად მივეწვიე. ეს არის საწყენი, თორემ შანსი რომ მოეცათ და ვერ მეთამაშა, სხვა საქმეა. ფსიქოლოგიურად იცით, რამხელა დარტყმაა? ნებისმიერ სპორტსმენს ჰკითხეთ: მიდიხარ ნაკრების შეკრებაზე და წინასწარ იცი, რომ არ გათამაშებენ.
და როცა თამაშის დასრულებამდე 15 წუთი რჩება და მაშინ გამოჰყავხარ, აღარანაირი სტიმული აღარ გაქვს. მოგვიანებით საშუალებაც არ მქონია, რომ ბესკოვს ან ლობანოვსკის გულახდილად დავლაპარაკებოდი და მეკითხა: აი, გავიდა 30 წელი, რატომ არ მაყენებდით ძირითადში? ვისზე ნაკლები ფეხბურთელები ვიყავით მე ან დათო ყიფიანი? დათო ყიფიანიც კი არ ჰყავდათ წამყვან ფეხბურთელად. დღეს ვისაც უნდა ჰკითხოთ, საბჭოთა კავშირის მასშტაბით თუ ევროპაში, საბჭოთა ფეხბურთელებიდან მხოლოდ 3-4 კაცი ახსოვთ: ბლოხინი, ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, ჩივაძე… არავის ახსოვს ვიღაც ანდრეევი. ცუდს არაფერს ვამბობ ანდრეევზე, მაგრამ ის არ იყო იმ დონის ფეხბურთელი, რომ გუცაევი და ყიფიანი სათადარიგოთა სკამზე მსხდარიყვნენ და ანდრეევი ნაკრების ძირითადში პირველ ნომრად თამაშობდეს.
ყველაზე დიდი კატასტროფა რა იყო, იცით? ნოდარ ახალკაცთან ბევრჯერ მქონია საუბარი: „ბატონო ნოდარ, არ წავალ ამ ნაკრებში, რადგან ვიცი, რატომაც მიძახებენ — მხოლოდ ფორმალობისთვის, რათა ჩაეთვალოთ, რომ თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე წაიყვანეს. ვიცი, რომ არ მათამაშებენ და ტყუილად რატომ წავიდე?“
თუმცა, მაშინ სხვა კანონები მოქმედებდა. დღეს ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია ნაკრებში თამაშზე უარის თქმა. საბჭოთა კავშირში კი, თუ არ გამოცხადდებოდი და საპატიო მიზეზი (ტრავმა ან ოჯახური ტრაგედია) არ გქონდა, ძალიან მკაცრი დისკვალიფიკაცია გემუქრებოდა — შეიძლება ფეხბურთის თამაში საერთოდ აეკრძალათ. საბჭოთა კავშირში თავიანთი ოფოფები ჰყავდათ ხელმძღვაენელებს. ამიტომ, ნოდარი მეუბნებოდა: „ვოვა, ასე არ შეიძლება. ჯერ ერთი, პირადად შენ დაზარალდები ძალიან სერიოზულად და მერე ჩვენი კლუბიც. წამყვანი ფეხბურთელი რომ გამოგვაკლდება, ეს დიდი მინუსია. ამას გულშემატკივარი არ გაპატიებს არც შენ და არც მე.“ აი, ასეთი წესები იყო. ამიტომაც იყო საბჭოთა კავშირი შინაარსობრივად დამპალი – ყველაფერი ტყუილზე იყო აგებული და ფეხბურთის გარშემოც ეს სიყალბე ტრიალებდა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved