სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
2024 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებს გავეცანი და აღწერათაშორის პერიოდში, ანუ ბოლო 10 წელში, ასეთი მონაცემები გვაქვს:
● 200 სოფელი ნასოფლარად იქცა და კიდევ 278-ს იგივე ელის, რადგან 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს.● 64 მუნიციპალიტეტიდან 52-ში მოსახლეობა შემცირდა.● 10 რეგიონიდან 8-ში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო.● 0-დან 7 წლამდე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში კლებაა.● 22-დან 33 წლამდე ასაკის მოსახლეობაც შემცირებულია.● 35%-ით შემცირებულია შობადობა.● ბოლო 5 წელია გარდაცვალება ბევრად აღემატება შობადობას.● ქართულენოვანი მოსახლეობის წილი 2,5%-ით ნაკლებია.● საქართველოში მუდმივად მცხოვრები რუსების რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა.● ირანიდან ჩამოსახლებულთა რიცხვი 22-ჯერ გაიზარდა.● სასოფლო მეურნეობათა რაოდენობა 25,3%-ით ნაკლებია.● სახნავის ფართობი 13,8%-ით ნაკლებია.● სიმინდი 55%-ით ნაკლებ ფართობზე ითესება.● ბოსტნეულის მოყვანის ფართობი განახევრებულია.● კარტოფილი 25%-ით ნაკლებ ფართობზე მოჰყავთ.● მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 15%-ით ნაკლებია.● ფურის რაოდენობა 18.3%-ით შემცირდა.● ცხვრის და კამეჩის რაოდენობა 22-25%-ით შემცირდა.
● ცხენების რაოდენობაც 30%-ით შემცირებულია.














კომენტარები