კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით დოკუმენტები, რომელიც საჯარო გააჟღერა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ, მანამდე მოთხოვნილი არ ყოფილა.
უფლებადამცველის თქმით, ყველა საჭირო დოკუმენტაციას პირადად მიიტანენ, დღეს, პენიტენციურ სამსახურში, რათა ექიმმა დაკავებული პოლიტიკოსის ნახვა შეძლოს.
ამასთან შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ელენე ხოშტარიას კვლევები მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჯაროდ გახდა ცნობილი.
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა მანიპულაციურად აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთის ამბავიაო და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე, თითქოს თან ჰქონდეს ექიმს ლიცენზია და პირადობის მოწმობა, რაც არ ყოფილა მოთხოვნა. დღესვე მათ შორის ყველა იმ დოკუმენტს რომელიც იქნა მოთხოვნილი, საჯაროდ გააჟღერა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ლიცენზიასაც და პირადობის მოწმობის ასლსაც, თავად მივიტანთ პენიტენციურ სამსახურში.
დღემდე არ გაუსინჯავს რევმატოლოგს, ერთადერთი რაც მოხდა, რევმატოლოგს დაარეკინეს ვიდეო ზარით ისე, რომ MRT სურათი ნანახიც კი არ ჰქონდა. ყველა კვლევა ჩატარდა მას შემდეგ, რაც საჯარო გახდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია. 10 დეკემბრისთვის პენიტენციურ სამსახურს უკვე სრული სურათი ჰქონდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
რატომ არ შეუშვეს ელენე ხოშტარიასთან ციხეში ექიმს – პენიტენციური პირველ განმარტებას აკეთებს














კომენტარები