• რეკლამა
  • კონტაქტი
20:10, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება” – დარახველიძე

ალია ავტორი - ალია
15:18 06-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,767

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციურ ქორწინებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.

დარახველიძის განმარტებით, თუკი ფიქციურ ქორწინებაში მყოფი ერთ-ერთი მხარე საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდება, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს, ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ამასთან, კანონპროექტით სპეციალური საშეღავათო პერიოდიც განისაზღვრება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული ცვლილებები დეტალურად განმარტა.

„სისხლის სამართლის კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. ერთი ფიქციურ ქორწინებას ეხება. ერთ საკითხს დავაზუსტებ, რომ თუკი ერთ-ერთი მხარე გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში და მისი მხრიდან ჩადენილ დანაშაულს აღირებს და ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ანალოგიური ჩანაწერი გვაქვს ნარკოტიკებთან, იარაღთან მიმართებაში. ასე რომ, აქაც ჩნდება შანსი, რომ თუკი შეცდომაში შეიყვანეს კონკრეტული პიროვნება და ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან, იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წესდება საშეღავათო პერიოდი, ვინც იმყოფება ფიქციურ ქორწინებაში და განაცხადებს ამის შესახებ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან,“ – განაცხადა დარახველიძემ.

მისივე განმარტებით, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც პირველივე ჯერზე მუდმივი აღარ იქნება. ცვლილებები კი განპირობებულია იმით, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნები გასამმაგდა.

“2026 წლის პირველ კვარტალში გასამმაგებულია ამ ტიპის ბინადრობაზე მოთხოვნა, რაც აჩენს იმის ვარაუდს, რომ შესაძლოა, ამ ბინადრობის მიღების საფუძველი ფიქციური ქორწინება იყოს. ამიტომ, აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს მუდმივი ბინადრობის გაცემის შემთხვევაში კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შემოთავაზებას, კერძოდ, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ კი მიმართავს უცხოელი ქორწინების შემდგომ ბინადრობის მოთხოვნით და პირველივე ჯერზე უვადოდ აღარ მოხდება ამ ბინადრობის გაცემა. ჯერ გაიცემა ერთი წლის ვადით და შემდგომ ორ-ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.(ბიემჯი)

თეგები: ალექსანდრე დარახველიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved