city AM-ის ინფორმაციით, Nestle-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი პროდუქციის რეკლამა რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირში მყოფ, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართულ ტელეარხზე “იმედზე” განთავსდა.
city AM-ის ცნობით, Nestle-ში დაწყებულ გამოძიებას ხელმძღვანელობს კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიან გეილი, ხოლო პროცესში მონაწილეობას იღებს ლონდონის იურიდიული გუნდის წარმომადგენელი მარკ მორის-ჯონსი.
“გვსურს დავადასტუროთ, რომ Nestle იცავს ყველა მოქმედ კანონსა და საერთაშორისო სანქციებს და ეს ეხება ჩვენს საქმიანობას საქართველოშიც”, – თქვეს Nestle-ს წარმომადგენლებმა.














კომენტარები