• რეკლამა
  • კონტაქტი
13:03, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
14:32 06-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესში.

„როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩეოდა. განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიების ინტერვენციას, ვისაუბრეთ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები, ვისაუბრეთ ახალგაზრდების ჩართულობაზე იმ სარჩევნო პროექტებში რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად ახორციელებს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ასევე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რომელიც უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესში და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად.

ხელვაჩაურში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved