ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი. ინფორმაციას და ფოტოს ფეისბუქ გვერდი ფხოვი ავრცელებს.
სოციალურ ქსელში მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სანამ არ დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.














კომენტარები