“დროა” პენიტენციური სამსახურის მიერ, ელენე ხოშტარიაზე გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, უწყებას ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს და ურჩევს ამის ნაცვლად უპასუხობს ხოშტარიას ადვოკატის წერილს დაუყოვნებლივ,
პასუხი პენიტენციურ სამსახურს
1. სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებაზე, რომლითაც ის მკურნალობის გეგმასა და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდა, პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე რეაგირება მოახდინა.სიმართლეა, რომ წერილის შეტანიდან 2 კვირის გასვლის შემდეგაც კი, ელენეს ან მის ადვოკატს, არავითარი პასუხი არ მიუღიათ.
2. სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა და პარტიამ “დროა” სასჯელაღსრულების დაწესებულება დაადანაშაულა იმაში, რომ პოლიტიკურ პატიმარს ციხეში რაიმე დაავადება განხზრახ დამართეს.სიმართლეა, რომ ელენე ხოშტარიას დაპატიმრებამდე ჰქონდა ქრონიკულ დაავადებათა დიაგნოზები, რომელთა სისტემურ მკურნალობაზეც პენიტენციური სამსახური პატიმარს უარს ეუბნება. ეს აღინიშნა პრესკონფერენციაზე და იმავეს ადასტურებს თავად პენიტენციური სამსახურის გავრცელებული განცხადება.
3. სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაიმე სახით ან ფორმით არ გაუარესებულა.სიმართლეა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად უარესდება და ეს მათივე განცხადებაშია აღიარებული. მკურნალობა ხორციელდება ეპიზოდურად, მოვალეობის მოხდის მიზნით, ცალკეული სიმპტომების ჩასახშობად. ამიტომ, ასეთი მკურნალობა არაეფექტიანია. იმ რევმატოლოგმაც კი, რომელიც თავად ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაესაუბრა ელენეს ვიდეოზარის მეშვეობით, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევები, მაგალითად მრტ, არ არის გამოსადეგი მდგომარეობის შესაფასებლად, რადგან არ არის შესაბამისი ხარისხის.
პენიტენციურმა სამსახურმა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, დაუყოვნებლივ პასუხი უნდა გასცეს ელენე ხოშტარიას ადვოკატის წერილს.














კომენტარები