ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი
წლის მთავარი სპორტული მოვლენა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ბავშვობიდან, ალბათ 1978 წლიდან, მოუთმენლად ველოდი ხოლმე ამ საოცარი სანახაობის დაწყებას. მასში მონაწილე გუნდების რაოდენობის კატასტროფულმა ზრდამ, თითქოს ამ შეჯიბრსაც მოაკლო რაღაც განსაკუთრებული მოლოდინის შეგრძნება, რადგანაც თუ უწინ იცოდი, რომ ეს ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ თავს ,მოუყრიდა მართლა მსოფლიოს სუკეთესო გუნდებს და ვარსკვლავებს, ახლა ლამის მსოფლიო ქვეყნების მეოთხედი ხვდება ამ ტურნირზე და ბევრ მოანწილე გუნდის კლასს საშუალოზე მაღალს ვერ დაარქმევ. შესაბამისად, მათ მიერ ჩატარებული თამაშების აუცილებლად ყურების სურვილს ნამდვილად ვერ ვგრძნობ. ჩემთვის ასეთების რიგში იყო გუშინ გამართული პირველი ორი თამაში. მექსიკა სამხრეთ აფრიკას კი შევხედე ცალი თვალით, მეორეზე კი წავედი და დავიძინე!
არადა წლების წინ თამაშს როგორ გამოვტოვებდი, უბრალოდ, ჩემთვის ცხადია, რომ პირველ ეტაპზე, როცა ჯგუფიდან არა მხოლოდ პირველ-მეორე ადგილზე გასული, არამედ 8 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის, ფავორიტები თავს არ მოიკლავენ. ვფიქრობ ძლიერი გუნდების უმრავლესობა ეცდება თამაში დამალოს და ძალების დაზოგვით გავიდეს მეორე ეტაპზე. მითუმეტეს, რომ რასაც გადავხედე, ჯგუფების შემადგენლობა ასეთ შესაძლებლობას იძლევა. ჩემთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატი უკვე აღარაა, ჯერ კიდევ შესარჩევი ტურნირია. აი ნაღდი ჩემპიონატი კი ფლეიოფებიდან დაიწყება.ახლა თან მინდა ერთი რაღაც შემოგთავაზოთ. უცანური რამაა, მაგრამ ოლიმპიადებსგან განსხვავებით, საფეხბურთ ჩემპიონატებს თითქმის ყოველთვის ჰქონდა დასამახსოვრებელი ოფიციალური ჰიმნები, ან სიმღერები, რომლებიც სრულად ასოცირდებოდნენ კონკრეტულ ჩემპიონატთან. მოვძებნე, გადავავლე თვალი და აღმოვაჩინე რომ ზოგიერთი ჩემპიონატის ჰიმნი მართლა საესტრადო მუსიკის შედევრია, რომლებიც დამოუკიდბელ ჰიტებად იქცნენ და მიუხედავად იმისა რო ათწლულებია გასული მათი ექმნიდან, ბევრი მათგანი დღესაც პოპულარულია.აქ გთავაზობთ ექვსი ჩემპიონატის ჰიმნს. უფრო სწორად 5 ოფიციალური ჰიმნია, ერთი Vamos Vamos Argentina ოფიციალუი ჰიმნი არ იყო, მაგრამ იმ ჩემპიონატის სიმბოლოდ იქცა მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის მაშინდელი მმართველი სამხედრო ხუნტის ხემძღვანელმა, ვიდელამ, ჩემპიონატის ჰიმნის მუსიკა ლეგენდარულ კომპოზიტორ, ენრიო მორიკონეს შეუკვეთა, თუმცა ხალხმა ის არ მიიღო და ყველა ნაკლებად ცნობილი მუსიკოსების ფერნანდო სუსტაიტას, ენრიკე ნუნიესის და როკე მელიასეს „Vamos, Vamos Argentina“-ს ატრიალებდა. როგორც ჩანს, არგენტინელებმა ასე გამოხატეს მმართველი ხუნტის მიმართ პროტესტი.
მოკლედ, აგერაა ამ ჰიმნების ლინკები, გარწმუნებთ რომ ფეხბურთის მოყვარულები და არა მარტო ისინი, ამ შედევრებით ნაღდად ისიამოვნებთ. ნუ ჩემი თაობის ხალხს კი ახალგაზრდობა გაგვახსენდება, პატარა კურცხალიც კი შეიძლება მოგვადგეს, სასიამოვნო ნოსტალგია მოგვაწვეს და ა.შ. ჰო, მართლა, ვინც არ დაიზარებთ, მოიწერეთ რომელია თქვენი აზრით საუკეთესო სიმღერა. მერე დავიანგარიშებს და გამოვაქვეყნებ.
• არგენტინა 1978 – Vamos Vamos Argentina
• იტალია 1990 – Un’estate italiana
• საფრანგეთი 1998 წელი – The Cup Of Life – Ricky Martin (“Here we go! Ale, ale, ale!”)
• სამხრეთ აფრიკა -2010 Shakira – Waka Waka (This Time for Africa)
• ყატარი – 2022 წელი Hayya Hayya (Better Together)
• ინგლისი – 1966 წელი «World Cup Willie»
















კომენტარები