• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინახავს სახედაკარგული მშობლები, რომლებიც მზად იყვნენ ვალები აეღოთ, ოღონდ შვილი ტელევიზორში გამოჩენილიყო” – ჯანგირაშვილი

"მინახავს ე.წ. პედაგოგები, რომლებიც ამ შეშლილ მშობლებს ყვლეფდნენ დაუსრულებლად. ეს იყო ერთი დიდი კორუფციის, სიგიჟის და სიბინძურის კონვეიერი, ადამანებს სახეს რომ აკარგვინებს ისეთი"

ალია ავტორი - ალია
15:54 06-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ჯანგირაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
406

ჟურნალისტი, ტელეკომპანიის “კავკასია” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ბევრი წელია სატელევიზიო ჯოჯოხეთში ვარ. ახლა რა გვიჭირს, ჯოჯოხეთი მაშინ უნდა გენახათ, როცა ტელევზია პოპულარობის მოპოვების ერთადერთი საშუალება იყო, თან სულ რამდენიმე, და ყველა გეძალებოდა ისტერიულად.
წლების წინ შემძულდა საბავშვო გადაცემები და ყოველთვის ვერიდებოდი ჩვენთან ასეთ გადაცემებს. ეს იყო ფაქტურად ადამიანებით ვაჭრობის, სრული სიგიჟის, კორუფციის, აღებ–მიცემობის სივრცე.
მინახავს სახედაკარგული მშობლები, რომლებიც მზად იყვნენ ვალები აეღოთ, ყველაფერზე წასულიყვნენ, ოღონდ შვილი ტელევიზორში გამოჩენილიყო. მინახავს ამ “უზენაესი“ მიზნით შეპყრობილი, მშობლებისგან მოწამლული და დასტრესილი ბავშვები, რომლებსაც თავში ჩაუდეს, რომ ეს არის მთავარი და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო.
მინახავს ე.წ. პედაგოგები, რომლებიც ამ შეშლილ მშობლებს ყვლეფდნენ დაუსრულებლად. ეს იყო ერთი დიდი კორუფციის, სიგიჟის და სიბინძურის კონვეიერი, ადამანებს სახეს რომ აკარგვინებს ისეთი.
რაც ეს სისტემა კარგად შევიცანი, მას შემდეგ შემძულდა ე.წ. საბავშვო გადაცემები, რომლებიც სინამდვილეში საბავშვო კი არა, პათოლოგი მშობლების ამბიციების დაკმაყოფილების, ბავშვების ექსპლუატაციის და დასახიჩრების გზა იყო.
მგონი ზომაზე მეტადაც კი დამსტრესა ამ ამბავმა, იმდენად, რომ ჩემი შვილი საერთოდ არ გამომიჩენია ცხოვრებაში არცერთი კამერის წინ, ამ ბანძ “ოთხკუთხედ ყუთში“. ფაქტიურად ფობიად მექცა.
და ეს ფობია გამიცოცხლა იმან, რაც საზმაუს ეთერში ვნახე. იმდენად შემზარავი იყო, რომ რამის დაწერაც გამიჭირდა. შემზარავია ამ ბოროტმოქმედების გაპრავების მცდელობაც. ბავშვებს მოეშვით, დასტრესილები იყვნენო. კი, მჯერა, რომ დასტრესილები იყვნენ. ასეთი სატელევიზიო წარმოჩინებები ხომ სინამდვლეში ბავშვებისთვის კი არა, მათი მშობლებისთვის კეთდება, ვის აინტერესებს ბავშვი რას გრძნობს და რას განიცდის. მთავარია მშობელმა მერე ნაცნობ–მეგობრებს, თანამშრმლებს აჩვენოს, რომ მისი შვილი “ტელევიზორში იყო“. ამ “დიდ ამოცანას“ ყველაფერი შეიძლება შეეწიროს.
ადამიანს ბუნებრივად აქვს თანდაყოლილი ინსტიქტი, რეაქცა მისცეს გარშემო მომხარს. როცა შენს გვერდით, შენი მეგობარი მოწყვეტით დაეცემა, შეუძლებელია რეაქცია არ გქონდეს და ძეგლივით გააგრძელო დგომა. წარმოიდგნეთ, რა უქნეს ამ ბავშვებს, რომ ეს ინსტიქტი გაუქრეს. დამნაშავეები არიან ამ ბავშვების მშობლები, მასწავლებლები და ყველა, ვინც მათ ეს დამართა. მარტო მორალური პასუხისმგებლობა არ არის აქ. სამართლებრივადაც დასჯადია ის, რაც მოხდა იმ დაწყევლილი არხის ეთერში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved