• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამამ არ მიულოცა… მთელი დღეა მის ზარს და ამ სიტყვებს ელოდება – ანამარია, ყოჩაღ, შვილო!” – რას უყვება “ალიას” 16 წლის ჩემპიონის დედა?

ლუკა კურტანიძის 16 წლის ქალიშვილი, ანამარია კურტანიძე, კი­კბოქ­სინ­გში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახდა

ალია ავტორი - ალია
22:03 06-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,793

კი­კბოქ­სინ­გში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატში, 16 წლის ანამა­რია კურ­ტა­ნი­ძემ ბრწყინ­ვა­ლე ას­პა­რე­ზო­ბით ოქ­როს მე­და­ლი და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. მისი მწვრთნელი ლაშა ჭე­ფხო­ძეა.

ანამარია, ცნობილი სპორტსმენის, ლუკა კურტანიძის ქალიშვილია. 

ანამარიას დედა, ქეთი ყველაშვილი “ალიას” უყვება, რომ კიკბოქსინგში მხოლოდ მეორე წელია ვარჯიშობს, თუმცა, გოგონას პატარაობიდანვე სურდა სპორტსმენობა.

– მამის სპორტსმენობამ იქონია გავლენა?

– შესაძლოა, ხედავდა რომ მამა წარმატებული სპორტსმენი იყო. მე მინდოდა ცეკვა აერჩია, თუმცა, 2 წლის წინ საბოლოოდ მითხრა ცეკვაზე უარი და თქვა, რომ ეს არაა მისი და სპორტში ხედავს საკუთარ თავს. კიკბოქსინგამდე 2 წელი კარატეზე დადიოდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც კიკბოქსინგი არჩია.

– მართლა მხოლოდ მეორე წელია ვარჯიშობს ამ სპორტში? და უკვე ამხელა წარმატება, ალბათ, მოულოდნელი იყო?

– უცნაურია იქნება ამას რომ ვამბობ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეორე წელია ვარჯიშობს კიკბოქსინგში და პირველად გავიდა შეჯიბრზე, არ იყო მოულოდნელი, ველოდი. იმდენად ბევრს ვარჯიშობდა ყოველდღიურად, რუტინულად, იმდენად ძლიერი ადამიანია სულიერად, იმდენად სჯეროდა საკუთარი შრომის და საკუთარი თავის, იმდენად კარგი მწვრთნელიც ჰყავს თან, რომ სიმართლე გითხრათ და ველოდი, თავადაც ელოდა.

– მოტივატორი შრომის და ვარჯიშის, მამა იყო?

– სამწუხაროდ, არა. მამას არ აქვს შვილებთან ურთიერთობა, არც საბასთან და არც ანამარიასთან. ბავშვები არასოდეს წასულან წინააღმდეგნი, რომ მამას ენახა, თავად არ გამოთქვამს ამის სურვილს და ინიციატივას, ისევე, როგორც, არ გამოთქვამს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში ნებისმიერი ფორმით, ან როგორმე და რამით მაინც იზრუნოს მათზე. დღეს იმდენმა ადამიანმა მოულოცა, სკოლიდან არაერთი ზარი იყო, სრულიად უცნობი ადამიანები ულოცავენ სოციალურ ქსელში და მამამ არ მიულოცა, არადა, ალბათ, ამ ერთ ზარს ელოდა ყველაზე მეტად, თუნდაც ერთსიტყვიან მოლოცვას და თუნდაც, მხოლოდ იმის თქმას – ანამარია, ყოჩაღ, შვილო! ჯერ ერთი მამაა, მეორე – სპორტსმენია და განსაკუთრებულად ამიტომ ელოდა, ალბათ, როგორც ქალიშვილს, გული კიდევ ერთხელ და ძალიან ეტკინა.

– გამოხატა გულისტკენა?

– მთელი დღეა ელოდებოდა, რომ დაურეკავდა, ახლაც, უკვე გვიანი საღამოა და ისევ ელოდა. ყველა ზარზე ჰგონია, რომ მამა ურეკავს. ძლიერი გოგოა და ამ ტკივილსაც გადაიტანს. პატარაობისას ილუზიებს თავად ვუქმნიდი, თითქოს მამა ზრუნავდა მათზე, რომ წამოიზარდნენ და უკვე თავად ხედავდნენ, როცა თავად შეეჯახნენ, რომ მამა არ გამოთქვამს მათთან ურთიერთობის სურვილს, არ ზრუნავს მათზე, არ გრძნობს პასუხისმგებლობას მათ აღზრდაზე – სწორედ ამან გამოიწვია გულისტკენა, არ იყვნენ მზად იმისთვის, რაც დახვდათ, ვერ მოვამზადე, უფრო სწორად, არ მოვამზადე, რათა უფრო პატარა ასაკში არ სტკენოდათ გული. არ ვიცი ეს რამდენად სწორია, მაგრამ ის ვიცი, რომ ახლა ბევრად ძლიერები არიან და ბევრად გაძლიერებული შეხვდა ანამარიამ მორიგ გულისტკივილს.

ანამარია კურტანიძე
ანამარია კურტანიძე

– სპორტსმენი შვილების მოვლა–პატრონობა ფინანსურად დიდი ხარჯია საკმაოდ, არა?

– 2–3 საათი რომ ივარჯიშებს და გამოვა, მინიმუმ წყალი მაინც უნდა იყიდოს, ხომ? ორივე შვილი სპორტულად, ჯანსაღად ცხოვრობს და ჯანსაღი კვება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. მაქსიმალურად ვცდილობ, გავწვდე, ხელი შევუწყო. თავიდან რთული იყო, არ მოვიტყუები, ახლა მგონი შევეჩვიე, რომ მათთვის დედაც მე ვარ, მამაც და მესამე ძალაც. ვიცი, რომ მამას ვერ შეუცვლით ეს, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ სამაგიეროდ, ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, ერთად ვდგავართ, ერთად ვდგამთ წინ ნაბიჯებს და ეს ისეთი სასიამოვნოა, რომ ყველა განვლილ ტანჯვას მავიწყებს.

– მოგვიყევით რომ სკოლიდან არაერთი ზარი იყო, დირექტორის, დამრიგებლის, პედაგოგების და როგორც ვიცი, როგორც ჩემპიონის დედას, სკოლაში მისვლაც გთხოვეს – როგორი მოსწავლეა? არის ისეთივე კარგი მოსწავლეც, როგორიც სპორტსმენი?

– კი, ნამდვილად კარგი მოსწავლეა და სწორედ ისეთია, როგორიც სპორტში, ყოველდღიური სწავლით. გამორიცხულია მოუმზადებელი წავიდეს სკოლაში. როგორც სპორტს უთმობს დღის ნაწილს და ყოველ დღე ვარჯიშობს, ასეთივე პასუხისმგებლიანია სკოლის მასალის სწავლისასაც.

“ალია” ულოცავს 16 წლის ჩემპიონ ანამარია კურტანიძეს და უსურვებს კიდევ ბევრ გამარჯვებას. 

მილიონერი კურტანიძის შვილები სოციალურ დაუცველები არიან – ჩემი წილიდან ვაჩუქე ქონება ბორჯომში – ხათუნა მიქაცაძე

თეგები: ანამარია კურტანიძელუკა კურტანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved