• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

"30 წლის წინ დაარსებულ კომპანიას დღეისათვის 9 მილიონ კვ.მ-მდე საცხოვრებელი უძრავი ქონება აქვს ჩაბარებული და 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანიაში დასაქმებულია 8,000 მეტი თანამშრომელი"

ალია ავტორი - ალია
08:00 05-20-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
330

„არქი“, #1 დეველოპერული კომპანია საქართველოში, შუა აზიის უდიდეს დეველოპერ — BI Group-თან – სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას. ყაზახეთში დაფუძნებული BI Group-ი დღეს ოპერირებს უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 წლის წინ დაარსებულ კომპანიას დღეისათვის 9 მილიონ კვ.მ-მდე საცხოვრებელი უძრავი ქონება აქვს ჩაბარებული და 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანიაში დასაქმებულია 8,000 მეტი თანამშრომელი.

მხოლოდ 2025 წელს კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Veritas-მა BI Group-ი მსოფლიოს უმსხვილეს დეველოპერებს შორის დაასახელა პირველ ადგილზე საცხოვრებელი ფართების ჩაბარების მოცულობით (2025 წელს 2.4 მილიონი კვ.მ) ყაზახურმა დეველოპერმა გადაასწრო ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორიცაა EMAAR (არაბთა გაერთიანებული საამიროები, 1.84 მილიონი კვ.მ.). კომპანიის მიმდინარე პორტფოლიო მოიცავს 250-ზე მეტ საცხოვრებელ, სამრეწველო, სამოქალაქო და სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტს.

წამყვან დეველოპერებს შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოს უძრავი ქონების სექტორისთვის ახალ ეტაპს წარმოადგენს. პარტნიორობა მიმართულია ერთობლივი პროექტების განვითარებისა და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ. თანამშრომლობის ფარგლებში BI Group-ი მოწინავე სამშენებლო პრაქტიკებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს დანერგავს. მხარეები უახლოეს პერიოდში ერთობლივ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსაც დააანონსებენ.

„საქართველოს საინვესტიციო გარემოს ძლიერი საერთაშორისო შეფასებები, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და განვითარების ტემპი ქმნის მყარ საფუძველს მასშტაბური პარტნიორობისთვის. ვამაყობთ, რომ BI Group-ი საქართველოს ბაზარზე სწორედ „არქისთან“ თანამშრომლობით შემოდის. Eagle Hills-ის შემდეგ, ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიციის დასაწყისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“ — აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

„მოხარულები ვართ „არქისთან“ თანამშრომლობით. ჩვენი მიზანი საქართველოში გამორჩეული პროექტების განვითარებაში ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებისა და ინოვაციური ბიზნესპრაქტიკების შეტანაა. ვფიქრობთ, რომ პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში ვითარდება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი მეგაპოლისების ურბანული განვითარების ტენდენციებს ასახავს. არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი მოთამაშეების რეგიონში შემოსვლა საქართველოს ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. დღეს ეკონომიკური წინსვლითა და შედეგებით საქართველო სრულად პასუხობს გლობალური ინვესტორების მოლოდინებს,“ — აცხადებს BI Development International-ის აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერი ამანგელდი ომაროვი.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ „არქი ჯგუფმა“ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის — Trump Tower Tbilisi–ის — განხორციელება დაანონსა, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშოსისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს. პროექტი ისტორიულ მოვლენად და უდიდესი შესაძლებლობების დასაწყისად შეფასდა. ეს რეგიონში პირველი პროექტია ტრამპის ბრენდის ქვეშ.

ყველა ამ ინიციატივის მასშტაბი და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით პრემიუმ და ლუქს კლასის უძრავი ქონების მიმართულებით.

BI Group-ის შესახებ

BI Group-ის აქციონერები და კომპანიები რამდენიმე ქვეყანაში მსხვილი პროექტების მშენებლობაში ახორციელებენ ინვესტიციებს. ჰოლდინგი წარმოდგენილია AIX-ისა და KASE-ის საფონდო ბირჟებზე და ყოველწლიურ აუდიტს „დიდი ოთხეულის“ წევრი კომპანია KPMG ატარებს.

2025 წელს BI Group-მა რეკორდული 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ჩააბარა. 30-წლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ ააშენა 145,000 ბინა, 9 მილიონი კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება, ათეულობით ინოვაციური სკოლა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ეროვნული მაგისტრალები, ხიდები, სამრეწველო საწარმოები და ენერგეტიკული ობიექტები. კომპანია ყაზახეთის სამშენებლო სექტორში ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელია.

BI Group განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. კომპანიის აქციონერები, მენეჯმენტი და თანამშრომლები შემოსავლის ნაწილს რეგულარულად რიცხავენ კორპორატიულ საქველმოქმედო ფონდ BI-Juldyzai-ში, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს ეხმარება. ფონდის მხარდაჭერით ბავშვებს წამყვანი უცხოელი ქირურგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციებს უტარებენ. გარდა ამისა, კომპანია მხარს უჭერს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, განათლებას, ქალაქების გამწვანებასა და სპორტის განვითარებას.

არქის შესახებ

„არქი“ #1 დეველოპერული კომპანიაა საქართველოში და ბაზრის დაახლოებით 20% ფლობს. კომპანია პირველია ქვეყანაში, რომელმაც მსხვილმასშტაბიანი უბნების (Master Development) განვითარება დაიწყო. კომპანია 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს. დღეისათვის „არქის“ დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი, აერთიანებს 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელს და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში კომპანიამ საერთაშორისო გაფართოებაც დაიწყო და პროექტები ისეთ გლობალურ ბაზრებზე განავითარა, როგორიცაა ფლორიდა (აშშ). „არქის“ მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ძლიერი საერთაშორისო ნდობა და გრძელვადიანი განვითარების ხედვა.

(R)

თეგები: BI GroupTrump Tower Tbilisiარქელებიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved