• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,აი ემ ფრომ ოზურგეთი” – ხმის ოდნავი კანკალით ვუპასუხე” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
00:44 05-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
827

მწერალი, გიორგი კეკელიძე:

ამასწინ, დილით, გავიღვიძე და მივხვდი, რომ ჯერ მთლად ხოჭო არ ვიყავი, თუმცა ბევრი არაფერი მაკლდა. ირგვლივ ყველა ფანჯრიდან პოდკასტის ჩაწერის ხმა ისმოდა.

თავდახრილი ავედი ავტობუსში.

მძღოლის გვერდით გოგო იდგა, ზურგზე ,,ნინის მოძრავი მოძრკასტი” ეწერა და ოდნავი ინგლისური აქცენტით, მაგრამ ნამდვილად ქართულად, ეკითხებოდა ავტობუსის მძღოლს : ,,თქვენი 10 რედ ფლეგი მგზავრში?!”.

ავტობუსის მძღოლი გამოუცდელ კაცს ჰგავდა ამ საქმისთვის, მაგრამ რადგან აუცილებლობა ითხოვდა და ნამეტანი პატიოსანი გახლდათ, ძალიან ინდომებდა. ხუთ გაჩერებაში, დიდი გაჭირვებით, სამ რედ ფლეგზე ავიდა და მეც ჩავედი.

გაჩერებზე ბილეთის შემომწმებელი ადამიანის ნაცვლად სხვა ადამიანი შემომეგება. თან ორი. ბილეთის ადამიანზე საშიშებს ჰგავდნენ. ერთი ქალი და მეორე კაცი, რომელსაც სამი დღე მაცივარში ნადები სტაფილოსფერი მობილური ტელეფონი ეპყრა ხელთ.

,,გრძივად დაიჭირე!” – ცივი ხმით მიუგო ქალმა კაცს და კაცმა ბრძანება უხმოდ შეასრულა. ქალის ხმა ხომ ცივი იყო და მე კიდევ უფრო ცივმა ოფლმა დამასხა. მივხვდი, მიახლოვდებოდნენ.

მოვიდნენ, თვალი თვალში გამიყარა ქალმა და გულგრილად მითხრა: ,,პეტლიჩკა დაიმაგრე!” წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა
– ,,ვეარიუფრომ? აქაური ხარ? იუ ნოუ, თბილისში გაზაფხული აღარაა ხომ?”

,,აი ემ ფრომ ოზურგეთი” – ხმის ოდნავი კანკალით ვუპასუხე.

,,ქართული ვიცი” – მკაცრად შემწყვიტინა – ,,ოზურგეთი, ეს უბანია თუ თაუნ? რაღაც მახსოვდა, ისა.”

პატლიჩკა მოვიგლიჯე, იმ კაცს ვტყორცნე და შეშლივით გავიქეცი.
გზაზე ყველას მობილური მოემარჯვებინანდა კონტენტს აკეთებდა. ამას ხმამაღლა აღნიშნავდნენ, რადგან კონტენტის კეთება ცოტა საკრალური რიტუალია და ამ დროს ხელის შეშლა მკრეხელობას ჰგავს.

პარიკმახერსაც კი, რასაც თვალი მოვკარი, ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა და ცალში მაკრატელი. ხან ეშლებოდა, მაკრატლით უღებდა და ტელეფონით კრეჭდა, რაც დიდწილად, სამწუხაროდ, წარუმატებელი ამბავი იყო, მაგრამ აუცილებლად მოხვდებოდა წლის ჩაშლილ კადრებში. ესეც საქმეა.

სტადიონი! წამოვიძახე. იქ მაინც დამხვდებიან სხვანაირი ადამიანები.

მომეშვა. შორიდან ყველაფერი ძველებურად ჩანდა. მივუახლოვდი და დავინახე, რომ პენალტის ნიშნულთან მდგარი თავდამსხმელი გაშეშებულიყო. მეკარე მორჩილებით უცდიდა. მსაჯმა მაისურზე დამაგრებული კამერა გაასწორა და ჰკითხა: ,,ყველა დროის საუკეთესო გუნდის შენი ვერსია?”
თავდამსხმელმა დაიწყო: ,,გოლკიპერ – ჯიჯი ბუფონ…”

სახლისკენ ფეხით გავიქეცი. აღარ მინდოდა მორიგი ავტობუსის მძღოლის ტანჯვისთვის მეცქირა.

მთელი ღამე ვბორგავდი და მეორე დილით უკვე ჩემი პოდკასტი მქონდა. ნამდვილად არ მსურს ხოჭოდ ქცევა. ჯერ მაინც.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved