საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე დოპინგ-სკანდალზე გამოტანილ საბოლოო განაჩენზე, ტვ პირველთან საუბრობს და ამბობს რომ World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ში სამართალი არ არის.
რა აზრი აქვს მაგის გასაჩივრებას, სამართალი არ არის მანდ და რა აზრი აქვს, რა გავასაჩივრო. ეგეთი სამართალი აქვთ. არანაირი მორალი, მხოლოდ იურიდიული სამართალი და ფურცელზე დაწერილი. ჩემთვის ახლა 6 წელი მექნება თუ 11, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ინტერვიუში ყველაფერი ნათქვამი მაქვს. ეს გადაწყვეტილება გამოსული არის მინიმუმ ერთი წლის, უბრალოდ მე გავასაჩივრე და თავიდან 6 წელი მომისაჯეს და გასაჩივრების მერე 11. გულშემატკივრებს ძალიან დიდ მადლობას გადავცემ ყველაფრისთვის,” – განაცხადა მერაბ შარიქაძე.
World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს „რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ ორკესტრირებულ სქემაში” მონაწილეობის გამო 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
ასევე, დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს ნაკრების ყოფილ ექიმს, ნუცა შამათავას, რომელსაც სპორტულ სფეროში მოღვაწეობა 9 წლით აეკრძალა.
“ჩემი სუფთა შარდი გამოიყენა სხვამ” – მერაბ შარიქიძე დისკვალიფიკაციაზე














კომენტარები