• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფასები ჩვენთან უფრო იაფია, ვიდრე საფრანგეთში, ევროპაში” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
01:48 05-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

ქართული ოცნების პირველი პირი, ირაკლი კობახიძე, ტვ იმედთან, ამბობს:

 “სურათი არის ასეთი – ჩვენ საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედეთ ფასებში და შევაფასეთ სოციალურად ყველაზე საინტერესო, ფართო მოხმარების პროდუქტების კალათა. შევადარეთ საქართველოს და საფრანგეთის ფასები, აბსოლუტურად ობიექტურად ავიღეთ შესადარი პროდუქტები,ნუ, დასკვნამდე მივედით, რომ 50%-ით ძვირია საფრანგეთში ზუსტად იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც, შესაბამისად, უფრო იაფად შეიძენ საქართველოში, ესაა საერთო სურათი.

თუმცა არის გარკვეული ტიპის პროდუქტები, ესაა უმეტესად კონკრეტული ბრენდის პროდუქტები, რომელიც იდენტურია საქართველოში, მაგალითად ყავა რომ ავიღოთ, ან შოკოლადის კარაქი, სადაც რატომღაც ჩანს, რომ ჩვენთან ფასები არის ბევრად უფრო ძვირიც კი, ზოგიერთ შემთხვევაში ვიდრე, თუნდაც საფრანგეთში.

ანუ, საერთო სურათი არის საპირიპირო, მაგრამ კონკრეტული პროდუქტები არსებობს, სადაც ფასები ბევრად უფრო ძვირია, აი, აქ ზუსტად ჩასახედია, დამატებით, ხომ არ არის ამის მიზეზი, მაგალითად, დისტრიბუტორის, იმპორტიორის მონოპოლიური მდგომარეობა, ან გარკვეული კარტერული გარიგება კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით.

რაც ყველაზე საინტერესოა, კი ფასები ჩვენთან ნომინალურად უფრო იაფია, ვიდრე საფრანგეთში, ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

მაგრამ აქ მეორე მომენტია, რომ ბუნებრივია, ხელფასი არის საქართველოში ბევრად ნაკლები. საფრანგეთს რომ შევადაროთ, ბოლო კვარტლის მონაცემებით, ჩვენთან საშუალო ხელფასი დაახლოებით 2 400 ლარია, საფრანგეთში საშუალო, სუფთა ხელფასი დაახლოებით არის 2 680 ევრო. ხედავთ, რომ ძალიან დიდია სხვაობა.

საბოლოო ჯამში, დღევანდელი მდგომარეობით, საფრანგეთი და საქართველო რომ შევადაროთ ერთმანეთს, ყველაფრის გათვალისწინებით, ნომინალური ხელფასის, ხარჯების და ა.შ გათვალისწინებით საფრანგეთში მოქალაქე ცხოვრობს ზუსტად ორჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოში.” – ამბობს ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved