“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
,,ვიდრე შექმნეს 10 ე.წ. ფანჩატური, 10 არჩევნები მოვიგეთ. ახლა შექმნეს მე-11 ფანჩატური და მე-11 არჩევნებსაც მოვიგებთ. ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, აჭარაში იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ჩვენ უკვე ვემზადებით ამ ყველაფრისთვის. ორ წელიწადში ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი… უბედურება ხდება, სისუსტე, უნიათობა, ეს ხდება რეალურად ფანჩატურში” – თქვა კობახიძემ ოპოზიციის ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე დასმული კითხვის პასუხად
















კომენტარები