თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მედიას გაშუქების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან სასამართლო სხდომა ისევ დახურეს.
დღეს წინასასამართლო სხდომაა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექს-მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
















კომენტარები