• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას დღეს ახალი ბრალის წარდგენას უპირებენ – ანი ნადარეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:32 03-27-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

ბაჩო ახალაია ახალი ბრალის წარდგენის მოლოდინშია – ექს-მაღალჩინოსანთან რუსთავის ციხეში წუთი-წუთზე უნდა შევიდნენ სუს-ის გამომძიებლები. როგორც ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ამბობს, მას მდინარაძის უწყებიდან რამდენიმე საათის წინ დაურეკეს და უთხრეს, რომ რუსთავის ციხეში აპირებდნენ შესვლას.

როგორი იქნება ბრალის შინაარსი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ანი ნადარეიშვილი ამბობს, ბაჩო ახალაიას ბრალს სუს-ის მიერ რამდენიმე დღის წინ აღძრულ საქმეზე წაუყენებენ.

საქმე ეხება ახალაიას სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა: „ივანიშვილი არის დასამხობი“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.
სუს-ი იძიებს ბაჩოს დახურულ სასამართლოზე გამოთქმული ფრაზის საქმეს, “ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს” და სავარაუდოდ, ამ საქმესთან დაკავშირებით მთხოვეს მივსულიყავი, რადგან დღეს აპირებენ რომ ბრალი წაუყენონ. აბსურდი ხდება ყველასთან მიმართებაში, მარტო ბაჩოსთან მიმართებაში არა. განსაკუთრებით ბაჩოსთან მიმართებაში, თუნდაც იმიტომ, რაზეც ახლა ზის. საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არის. მაინც წაუყენეს ბრალი და მაინც ციხეში ზის. ამიტომ არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა ეს. ჩვეულებრივი ავტორიტარული მმართველობის ფორმა არის, დიქტატურაში ვართ და რასაც უნდათ და როგორც უნდათ ისე აკეთებვენ, თორემ იურიდიულად როგორც შეიძლება მუხლი 317-ე შეაფასო, რომელიც არის საჯარო მოწოდებაზე და რომელიც არის კონსტიტუციური წყობილების დამხობაზე და ბიძინა ივანიშვილი არც კონსტიტუცია არ არის და არც სახელმწიფო არ არის და საერთოდ, არანაირი საჯარო მოხელეც არ არის. საჯარო მოწოდებად როგორ შეიძლება იყოს აღქმული დახურულ სასამართლოზე ნათქვამი?- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ახალაია ასევე ბრალდებულია ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე – მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved