• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პატრიარქის არჩევაში ჩარევის ცდუნება და მცდელობა, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას ექნება – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
10:24 03-27-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

„პატრიარქის არჩევაში ჩარევის ცდუნება და მცდელობა, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას ექნება, მე არც კი ვუშვებ იმას, რომ ისინი ესე მიუშვებენ ამ პროცესს და დაელოდებიან, რა მოხდება“, – ამის შესახებ “მართმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ბევრი რამ უკვე ჩანს, თუმცა, ფარული დინებები კიდევ უფრო მძფრი იქნება.“

ბესელია სინოდის წევრებს მიმართავს, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ, მათ შორის არც ივანიშვილის და კობახიძის.

„ამათ ჭკუაზე როგორ უნდა იარო და გადაწყვიტო, ვინ იქნება ერის სულიერი მამა“, – ამბობს ბესელია.

„პატრიარქის არჩევაში ჩარევის ცდუნება და მცდელობა, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას ექნება, მე არც კი ვუშვებ იმას, რომ ისინი ესე მიუშვებენ ამ პროცესს და დაელოდებიან, რა მოხდება. შემთხვევითი არ იყო ის ფრაზა, რაც წინა დღეებში გაკეთდა, მეუფე ზენონის მხრიდან, ნურავინ ჩერევითო. ვფიქრობ, ბევრი რამ უკვე ჩანს, თუმცა, ფარული დინებები კიდევ უფრო მძფრი იქნება. მომიტევეთ, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სასულიერო პირებს, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, როდესაც ღმერთს ესაუბრები, ღმერთს ელაპარაკები და უფლის სახელით ლაპარაკობ, უკაცრავად, მაგრამ კობახიძის და ივანიშვილის, თუ სხვა ვინმე იქნება, არავის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეთ. ამათ ჭკუაზე როგორ უნდა იარო და გადაწყვიტო, ვინ იქნება ერის სულიერი მამა.

ახლა, როცა ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დგას სინოდი, მათ ყველაზე კარგად უწყიან, რა და როგორ, მაგრამ ზოგჯერ ვუსმენ კომენტარებს და ვხედავ ამ დროს რამხელა გავლენა აქვს “ოცნების“ გავლენებს, ძალიან მიკვირს. არ შეიძლება ამას ვერ ხედავდე. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების დროს, რომელიც ახლა უნდა მიიღონ, ალბათ ყველა დაფიქრდება, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა, როგორი ცდუნებაც არ უნდა ჰქონდეს “ქართულ ოცნებას“ ამ პროცესებში ჩარევის და სასურველი გადაწყვეტილების მიღების, უნდა იცოდნენ, რომ ეს ძალიან საფრთხილო თემაა, ეს არ არის პარლამენტში კანონის მიღება, ეს ეხება რელიგიურ გრძნობებს, ამ თემებთან თამაში სახიფათო მგონია“,- განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved