• რეკლამა
  • კონტაქტი
18:40, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს, როცა უწმინდესი აღარაა, ჩვენი მზერა იმ 39 მღვდელთმთავრისკენ უნდა მივმართოთ, ვინც მომავალი პარტიარქი უნდა აირჩიოს” – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
17:20 03-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,946

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:

გარდაიცვალა კათოლიკოს პატრიარქი ილია. ბევრ ქართველს არც საკუთარი თავი და არც ქვეყანა მის გარეშე არ უნახავს, არ ახსოვს. ამ გაგებით ის არა ისტორიული, არამედ პრეისტორიული, მითოსური, ფიგურაა. მისი ამ ქვეყნიდან წასვლაც დაუსრულებელი გზის გაგრძელებას უფრო გავს
მას ძალიან უყვარდა ძველი ბიზანტიური ხატის აღწერა. ერთ ერთ შეხვედრაზე, წვეულებაზე, სადაც თამადობა მომიწია, მან მეუფეების გასაგონად თქვა – გახსოვდეთ, რომ სამოთხისა და ჯოჯოხეთისკენ მიმავალ ორივე გზაზე რიგს წინ ჩვენ, სასულიერო პირები, მივუძღვით. ეს სიტყვები მან ღიმილით დაასრულა. ღიმილი კი მას ნამდვილად საოცარი ქონდა
დღეს, საქართველო პატრიარქს ემშვიდობება. მან 50 წელი ზიდა ეს ჯვარი. კიდევ მრავალი წელი იქნება დავა მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, მეც მათ შორის ვიქნები ალბათ, რადგან მასთან პირადად ძალიან მწვავედ მიდავია – ბოლო თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ეხებოდა. ვერ შევთანხმდით. ნუ ღელავო, მითხრა, ჩემს შემდეგ ვინმემ კარგი საქმე ხომ უნდა გააკეთოსო და გამიღიმა.
დღეს, როცა უწმინდესი აღარაა, ჩვენი მზერა იმ 39 მღვდელთმთავრისკენ უნდა მივმართოთ, ვინც მომავალი პარტიარქი უნდა აირჩიოს. ჩვენ რაც არ უნდა ვიდაოთ, უწმინდესის მემკვიდრეობის მთავარი ნიშანსვეტი მომავალი პატრიარქი იქნება. იქნება ის თავისუფალი რუსული გავლენისგან? იქნება ის თავისუფალი ხელისუფალთა გავლენისგან? შეძლებს ის ეკლესიის კარის გაღებას დამაშვრალთა და გლახაკთათვის? ილია მეორემ ბევრი რამ შეძლო, ბევრიც თქვენ დაგიტოვათ მოსაგვარებლად. ხართ თქვენ მზად მოიხმოთ გული გონიერი და იესოს სახელით მიიღოთ გადაწყვეტილება, რომლის შედეგები გადაწვდება ჩვენს შვილებს და შვილისშვილებს?! აღდგომა და ხვალეო!
მშვიდობით თქვენო უწმინდესობავ. თქვენზე ფიქრისას თუ საუბრისას, რომელიც ალბათ უფრო მწვავე კამათი იქნება, მე სულ თქვენი ღიმილი მემახსოვრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved