• რეკლამა
  • კონტაქტი
04:12, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

ალია ავტორი - ალია
18:40 05-07-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
817

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მიმდებარედ, სოფელ ქვემო მაღაროსთან, 320 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ტექნოლოგიურად განვითარებული აგროპროექტია. პროექტი „მაღარო კაპიტალს“ ეკუთვნის, 21-მილიონი ლარის დაფინანსებით კი მთავარი ფინანსური პარტნიორი თიბისია.

თიბისისა და „მაღარო კაპიტალის“ პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო; სწორედ ამ დროს გადაწყდა თანამედროვე აგროპროექტზე მუშაობა საერთო მიზნით – ევროპული სტანდარტის ნუშის წარმოება საქართველოში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. თიბისის დაფინანსებით, პირველი ბაღი 2023 წელს გაშენდა, სატესტო მოსავალი კომპანიამ 2025 წელს აიღო, მიმდინარე სეზონზე კი 550 ტონა გაუტეხავ ნუშს ელოდებიან.

ბაღი თავიდანვე ევროპული სტანდარტებით დაიგეგმა. პროექტში გამოყენებულია ესპანური, იტალიური, გერმანული და ისრაელური კომპანიების ტექნოლოგია და მასალები. პროცესში, ყველა ეტაპზე გამოცდილი ევროპული კომპანიები ჩაერთვნენ – მიწის შერჩევიდან დაწყებული, სარწყავი და ფერტიგაციის სისტემის დანერგვით დასრულებული. ბაღის გასაშენებლად ესპანური ნუშის ჯიშები შეირჩა, რაც მაღალი ხარისხის მოსავალს უზრუნველყოფს. თიბისის დაფინანსებით, კომპანიამ თანამედროვე ინფრასტრუქტურაც მოაწყო, მათ შორის: აშენდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, 130,000 მ³ მოცულობის წყლის რეზერვუარი. ასევე, მოეწყო ავტომატიზებული სარწყავი სისტემა და მეტეოროლოგიური სადგური, რომლებიც ინტეგრირებული ჭკვიანი სისტემების დახმარებით ბაღის მორწყვისა და ფერტიგაციის პროცესის დისტანციურ მართვას უზრუნველყოფენ. ეს მიდგომა წარმოების ეფექტიანობასა და სტაბილურ ხარისხს განაპირობებს.

პროექტი ადგილობრივ დასაქმებასაც უწყობს ხელს. “მაღარო კაპიტალში” მუდმივად 24 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად მომუშავეთა რიცხვი კი 60-ს უტოლდება.

კომპანიის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ექსპორტს უჭირავს. სამიზნე ბაზრებად განიხილება ევროპა, ცენტრალური და შუა აზია – რეგიონები, სადაც მოთხოვნა მაღალია, ხოლო წარმოება შედარებით შეზღუდული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი დამატებით ლოგისტიკურ უპირატესობას ქმნის, რაც ბოლო წლების სტატისტიკითაც დასტურდება. ბოლო ხუთ წელში საქართველოდან ექსპორტირებული ნუშის მოცულობა წლიურად საშუალოდ 17%-ით, ხოლო მიღებული შემოსავლები 35%-ით იზრდება.

საექსპორტო გეგმების მიღმა, „მაღარო კაპიტალი“ გაფართოებასაც აპირებს – კომპანია დამატებით 200 ჰექტარზე ახალი ბაღის გაშენებასა და გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას განიხილავს.

ნუშის ბაღის პროექტი თიბისის გრძელვადიანი პარტნიორების – “ჯიდი ჯგუფისა“ და „ფერის“ – ერთობლივი ინიციატივაა. კომპანიები მრავალი წელია სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ, აგროსფეროთი კი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდნენ. ამ მიმართულებაშიც პარტნიორად თიბისი აირჩიეს, რომელიც 1.2-მილიარდიანი პორტფელისა და მრავალწლიანი გამოცდილების გარდა კლიენტებს მათზე მორგებულ მომსახურებასა და პროდუქტებს სთავაზობს.

მაღარო კაპიტალის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ: www.mcapital.ge

(R)
თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved