• რეკლამა
  • კონტაქტი
16:57, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

ალია ავტორი - ალია
12:15 05-07-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის (EGOI) 2026 წლის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდა.

საქართველოს სახელით საერთაშორისო ასპარეზზე ოთხი მოსწავლე გოგო იასპარეზებს – გვანცა ხვედელიძე, ლიზი პავლიაშვილი, ნატალია პაპაშვილი და თაკო შანავა. ოლიმპიადა 12-18 მაისს, იტალიის ქალაქ ჩესენატიკოში გაიმართება, სადაც ქართველი მონაწილეები 50-ზე მეტ ქვეყნის მონაწილესთან ერთად, საერთაშორისო კონკურენციაში საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ რთულ ალგორითმულ ამოცანებში, პროგრამირებასა და ანალიტიკურს აზროვნებაში.

ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადა (EGOI) საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრია, რომლის მთავარი მიზანია ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდა და STEM მიმართულებებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

“EGOI ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ერთი მხრივ, ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ნაკრების წევრი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ ვნერვიულობ კიდეც, რადგან ქვეყნის სახელით გამოვდივარ. მჯერა რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ რაც შედეგს გამოიღებს” – გვანცა ხვედელიძე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, 2023 და 2025 წლებში ევროპის გოგოების ოლიმპიადის 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა და მისი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადება. სწორედ BTU-ში გადიან ეროვნული ნაკრების წევრები საერთაშორისო სტანდარტების მომზადებას.

“ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო არსებულ სტერეოტიპებთან გამკლავება. ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ პროგრამირება არ გამომივიდოდა, იმის გამო რომ გოგო ვარ. ამ ყველაფრის მიუხედავად მე არ შევწყვიტე მუშაობა, ჩემს შესაძლებლობებში დაჯერება და სათანადო მომზადებით შედეგსაც მივაღწიე” – ლიზი პავლიაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, EGOI 2025-ის მონაწილე.

საქართველოს ნაკრები EGOI-ში წელს უკვე მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას. გასული წლების განმავლობაში ქართველმა მონაწილეებმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და ახალი თაობისთვის შესაძლებლობების შექმნას – მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, იდეების და განათლების ძალის.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved