• რეკლამა
  • კონტაქტი
05:59, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოხდა ცვლილებების დამტკიცებამდე 10 წუთით ადრე პარლამენტში? – “ორი დოკუმენტი იყო დაბეჭდილი”

ალია ავტორი - ალია
14:43 06-23-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

დღეს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა პარლამენტმა, თუმცა, ბეწვის ხიდზე გაიარა “ოცნებამ”, რადგან ზუსტად 116 ხმით დამტკიცდა ცვლილება, მაშინ როცა კანონოპროექტის დამტკიცებამდე რამდენიმე წუთით ადრე 115-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა რეგისტრაციის დამოწმება დეპუტატებისგან და როგორც იქნა, კვორუმი შედგა – რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა.

რა მოხდა იმ ათ წუთში, რომელიც კანონპროექტის განხილვის შემდეგ, ხმის მიცემამდე დაიტოვა მმართველმა ძალამ?

როგორც “ალიას” კულუარულად ატყობინებენ, პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარეებთან უშუალო კომუნიკაცია მიდიოდა და “ოცნება” ყველა შენიშვნაზე თანახმა იყო…

ჯერ კიდევ პირველი მოსმენისას, ირმა ინაშვილს და გია ჟორჟოლიანს ჰქონდათ შენიშვნები და რამდენიმე სიტყვის ჩასწორებას ითხოვდნენ, თუმცა, კანონი მეორე მოსმენაზე ისე გამოიტანა ირაკლი კობახიძემ, მმართველი გუნდის მთავარმა კონსტიტუციონალისტმა, რომ ეს შენიშვნები მასში ასახული არ იყო. მეტიც, როცა გია ჟორჟოლიანმა და ირმა ინაშვილმა ისევ გაიმეორეს შენიშვნები, კობახიძემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ამ სიტყვების შეცვლის აუცილებლობას, რადგანაც აზრი იგივეა…

თუმცა, ზუსტად ათ წუთში კობახიძემ შეცვალა თავისი აზრი და მეტიც, ჩაასწორა კანონპროექტი და ამობეჭდვაც მოასწრო, რომ ყველა დეპუტატისთვის დაერიგებია.

საქმე ეხება კანონპროექტის მეორე მუხლის მესამე ნაწილს, სადაც გია ჟორჟოლიანის ინიციატივით, შეიცვალა ტერმინი “გადაჭარბების შემთხვევაში” და კანონის იგივე ნაწილში ირმა ინაშვილის ინიციატივით – სიტყვა პროპორციული – ჩანაცვლდა სიტყვა თანმიმდევრულით.

ამჯერად, სიმართლე უნდა ითქვას და კობახიძე მართალი იყო, აზრი არ შეცვლილა, მაგრამ, როგორც გვიყვებიან, “ოცნება” ყველა სიტყვას შეცვლიდა, ოღონდაც პარლამენტს დღეს მეორე მოსმენით მიეღო საკონსტიტუციო ცვლილება და დაემტკიცებია “ნაციონალური მოძრაობისთვის” და ევროპული საქართველოსთვის” რომ მათ გარეშეც შეუძლია კანონის მიღება. თუმცა, მთავარი მაინც ევროპარლამენტი და ამერიკაა, რომელიც დაჟინებით ითხოვდა ცვლილებების მიღებას.

“კობახიძემ იცოდა ინაშვილის და ჟორჟოლიანის მოთხოვნები, ამიტომ, დოკუმენტის ორი სახე იყო გამზადებული, ერთი ძველი, რომელიც მიიღეს პირველი მოსმენით, მეორე კი – ახალი, იმ შემთხვევაში თუ ინაშვილი და ჟორჟოლიანი მოთხოვნებს გაიმეორებდნენ, ცვლილებები გამზადებული და ამობეჭდილიც კი იყო, რადგან არც ერთი ხმის დაკარგვის ფუფუნება არ ჰქონდათ… ამიტომ “მოახერხეს” ათ წუთში ცვლილების შეტანაც, ამობეჭდვაც და დარიგებაც” – გვატყობინებს წყარო.

თუმცა, რამდენიმე დეპუტატისთვის კანონპროექტის მიწოდება მაინც დააგვიანდათ და ეკა ბესელიამ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ახალი ვარიანტი, სადაც ორი ცვლილება შევიდა, ჯერ კიდევ არ არის ამობეჭდილი, სიტყვა ითხოვა და თქვა – “კენჭისყრის წინ როცა იცვლება კონსტიტუცია, იმის ღირსად მაინც უნდა ჩააგდო დეპუტატი, რომ მას ის ამობეჭდილი მიაწოდო…” – ეკა ბესელიას ზუსტად 2 წამში მიაწოდეს ამობეჭდილი ვერსია, რომელიც, როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, სინამდვილეში, ჯერ კიდევ დილით იყო ამობეჭდილი და გამზადებული დასარიგებლად, იმის ნიშნად, რომ “ოცნება” ყველა თავისი მეგობრის და მომხრის სიტყვას ითვალისწინებს.

ასეა, თუ ისე, მეორე მოსმენით კანონპროექტი მივიღეთ, წინ დარჩა მესამე მოსმენა, რომელიც დღევანდელის გათვალისწინებით, არანაკლებ სანერვიულო იქნება, რადგან გადამწყვეტია და როგორც “ალიას” უყვებიან, ის დეპუტატები, რომლებიც აქამდე დაპირებას სიტყვის სახით სჯერდებოდნენ, კანონპროექტის მხარდაჭერის სანაცვლად, მესამე მოსმენის წინ მყარ გარანტიებს მოითხოვენ.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved