• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი” – ევროკომისარი

ალია ავტორი - ალია
13:25 03-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
329

 ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა, რომ ის სიტყვით გამოვიდა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით:

,,ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, როგორც ბევრმა აღნიშნა, კვლავ უარესდება. საქართველოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა ავტოკრატიისკენ და ასუსტებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

უახლესი კანონები, რომლებიც ზღუდავენ უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ საქმიანობას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები ნათლად აჩვენებს ხელისუფლების უპატივცემულობას კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ.

ეს არ არის ის, რასაც ევროკავშირი – და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები – ელიან ხელისუფლებისგან, რომელიც კვლავ ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას.

ამიტომ ჩვენი პირველი გზავნილი მიმართულია საქართველოს ხელისუფლებისადმი: ასეთი ქმედებებითა და ასეთი კანონებით საქართველოს აშკარად არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური გზა. არა 2030 წლისთვის, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს, და არც არასდროს, თუ ეს კურსი გაგრძელდება.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს აქვს ვალდებულება პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. თუმცა, რასაც ვხედავთ არის დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტება და ამ უფლებების მძიმე, გაუმართლებელი და თვითნებური შეზღუდვა.

მეორე მხრივ, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თვითნებურად დააკავეს, ცუდად მოექცნენ ან დააპატიმრეს, მათ შორის ელენე ხოშტარიას. ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი.

წამება და არასათანადო მოპყრობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით აბსოლუტურად აკრძალულია, და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დარღვევებისთვის დაუსჯელობა მიუღებელია.

ოპოზიციის ლიდერები გახდნენ ძალადობისა და დაპატიმრებების მსხვერპლი და კონსტიტუციური აკრძალვა უკვე მოახლოებულია. ასეთი რეპრესიული ტაქტიკები ჰგავს ავტორიტარულ ქვეყნებში გამოყენებულ ტაქტიკებს, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობას.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პლურალიზმი.

და ბოლოს, ევროკავშირი კვლავაც მზად არის პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

გასულ კვირას თქვენ გადაწყვიტეთ შეაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, სამსახურებრივ ან ოფიციალურ პასპორტებს. ეს არის პასუხი საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების იმ ვალდებულებების მიზანმიმართულ და მუდმივ დარღვევებზე, რომლებიც ქვეყანამ აიღო მაშინ, როცა უვიზო რეჟიმი მიიღო“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved