“ორივე უცხოური აგენტურაა” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” ლიდერი გურამ მაჭარაშვილი გახარია-ზურაბიშვილის დაპირისპირებას. დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და გახარიას გუნდს შორის კონფლიქტი “ქართული ოცნების” “თავის ტკივილი” არ არის.
გახარია ზურაბიშვილს უწოდებს თუ ზურაბიშვილი გახარიას უწოდებს მოღალატეს, ორივე, ჯამში, ასეთია. ეს ხალხმა დაინახა თვითონ, რა გააკეთა ზურაბიშვილმა, რომ ჩაეწერა უცხოურ აგენტურაში და რა გააკეთა გახარია, ესეც ჩაეწერა უცხოურ აგენტურაში და ახლა, ერთმანეთს როდის დაასწრებენ და რომელი რომელს დაასწრებს, ეგ ჩვენი თავის ტკივილი არ არის, – ამბობს მაჭარაშვილი.














კომენტარები