საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპი ბაკურიანში გაიმართა. პრიზიორები სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის გუნდის წევრები სლალომსა და გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
რეგიონულ ეტაპებში მონაწილე გამორჩეული სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც 4-6 აპრილს გუდაური უმასპინძლებს.
ზამთრის სეზონის ღონისძიებების წარმატებით ჩატარებას ყველა კურორტზე, ხელს უწყობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. საქართველოს რეგიონული ეტაპები და საქართველოს ჩემპიონატი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, M.T.A („ემ თი ეი“) ორგანიზებით და სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით იმართება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარებას გულშემატკივრობს.
(R)














კომენტარები