• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

ალია ავტორი - ალია
14:04 03-05-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

მსოფლიოში აღიარებული მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებისა და მონაცემთა ანალიზის კომპანია Ookla–ს მონაცემებით,  სილქნეტი საქართველოში 2025 წლის ყველაზე სწრაფი  პროვაიდერია ფიქსირებული ინტერნეტის მიმართულებით. Ookla-ს Speedtest ჯილდო კომპანიას 2020 წელსაც გადაეცა.

ამერიკული კომპანია Ookla, სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით აკვირდება მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტ (ფიქსირებული და მობილური) ქსელების ხარისხს, აწარმოებს ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებას სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით. Ookla-ს მომსახურებას იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის პროვაიდერები და მობილური ოპერატორები, ბიზნეს კომპანიები, სამთავრობო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები მთელ მსოფლიოში.

საქართველოში ინტერნეტ ქსელის ტესტირება Ookla-მ გასული წლიდან დაიწყო და 6 თვის განმავლობაში აწარმოებდა ხარისხის, სიჩქარის და სხვა მონაცემებზე დაკვირვებას. Speedtest Awards ეყრდნობა „ჯილდოს პერიოდის“ შედეგებს, რომლის დროსაც გენერირდება მონაცემები შემდგომი გადამუშავებისა და ანალიზის მიზნით.

ნინო კანკია – კომპანია სილქნეტის ტექნიკური დირექტორი:

„განსაკუთრებით საამაყოა Ookla Speedtest Awards-ის კიდევ ერთი ჯილდო, რაც ღირსეულად აგრძელებს სილქნეტის ისტორიას. მოხარულები ვართ, რომ  ბოლო პერიოდის ინტენსიურმა მუშაობამ და სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შედეგად სილქნეტის ქსელის უპირატესობები გამოავლინა – ხარისხისა და სისწრაფის კუთხით. ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკური ბრენდის Ookla-ს მიერ გაცემული ეს ჯილდოც. ჩვენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლისთვის საუკეთესო  არჩევანი. მობილური მიმართულებით მიმდინარეობს 5G ქსელის მასშტაბური  გაფართოება, ხოლო ჩვენი ფიქსირებული ქსელი კვლავაც ყველაზე სწრაფი და  საიმედოა საქართველოში.“

სტეფან ბაი Ookla-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი (ზიფ დევისის განყოფილება):

„სილქნეტის მიერ 2025 წლის ყველაზე სწრაფი ინტერნეტისთვის Speedtest Award-ის მოგება, ხაზს უსვამს კომპანიის უმაღლესი ხარისხის მიმართ ერთგულებას, რაც მას საქართველოს ინტერნეტ-პროვაიდერებს შორის წინა ხაზზე აყენებს. ვაფასებთ ამ კომპანიის ერთგულებას ბაზარზე ინდუსტრიის წამყვანი სერვისის უზრუნველყოფისადმი და ვულოცავთ ამ გამორჩეულ მიღწევას.“

კომპანია სილქნეტს  საქართველოს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს.  ქვეყნის მასშტაბით ემსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირ აბონენტებს მობილური და ფიქსირებული სერვისებით – ინტერნეტი, ტელევიზია, ციფრული აპლიკაციები. ასევე გააჩნია მძლავრი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა თბილისსა და რეგიონებში.

(R)

თეგები: სილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved