• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

ალია ავტორი - ალია
15:59 02-24-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,411

კომპანიები ამბობენ, რომ ბაზარზე ეს მუდმივი დილემაა, მე კი გეტყვით, რომ ნებისმიერი დილემა გადაჭრადია, ამ შემთხვევაშიც, ორივეს აქვს თავისი მინუსები და პლუსები და ვფიქრობ, თუ გეცოდინება, რას უნდა ელოდო, ადვილად შეძლებ საკუთარ საჭიროებებს, საკუთარ გეგმებს მოარგო.

მოდი, შევადაროთ

​დღიური გაქირავება

​ეს ვარიანტი საუკეთესოა მოკლევადიანი საჭიროებებისთვის.

​პლუსები:

​ნულოვანი ვალდებულება: არ გიწევს ფიქრი დაზღვევაზე, ტექდათვალიერებაზე, საბურავების ცვლასა თუ სერვისზე.

​მრავალფეროვნება: შეგიძლია დღეს ეკონომიური სედანი ატარო, ხვალ კი – მაღალი გამავლობის ჯიპით წახვიდე მთაში.

​მინუსი:

​მაღალი ფასი: გრძელვადიან პერსპექტივაში დღიური გადასახადი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე, საბოლოოდ მანქანის შესყიდვა.

ქირაობა საბოლოო შესყიდვით

​ეს ვარიანტი უკვე გრძელვადიანი ინვესტიციაა.

​პლუსები:

​აქტივი: გადახდილი თანხა „ჰაერში“ არ მიდის – ბოლოს მანქანა შენი საკუთრება ხდება.

​მინუსები:

​რემონტი: ყველა გაფუჭებული დეტალი უმეტესად შენი ჯიბიდან ფინანსდება.

ინვესტიციის ფასის ვარდნა: მანქანის ღირებულება დროთა განმავლობაში იკლებს, ცვეთის გათვალისწინებით, წლების გასვლის შემდეგ იგივე ფასი აღარ ღირს, რაც პირველ დღეს. 

​რისკი: თუ გადახდა დაგიგვიანდა, გამქირავებელმა შეიძლება მანქანაც წაგიყვანოს და აქამდე გადახდილი ფულიც დაგეკარგოს. 

ბაზარზე სპეციალისტები როცა გირჩევენ საბოლოო შესყიდვით ქირაობას, აუცილებლად ამატებენ, რომ მეტი თავისუფლება გაქვს ამ შემთხვევაში, – ეგ ბლეფია, თანაც საკმაოდ წარმატებული, რადგან უმეტესად ისე დაეთანხმებიან ხოლმე, არც დაფიქრდებიან, განა დღიურად რომ ქირაობ მანქანას ვინმე ჯდება საბარგულში და გითვალთვალებს, ან გიკრძალავს სიარულს სადაც გინდა და როცა გინდა? 

რა შემთხვევებში რომელი ავირჩიო?

​წესით, მარტივად შემიძლია გიპასუხო: – აირჩიე დღიური ქირაობა, თუ: მანქანა გჭირდება წელიწადში მხოლოდ რამდენიმეჯერ (მაგალითად, დასასვენებლად წასასვლელად) ან თუ საქართველოში დროებით იმყოფები.

​და აირჩიე შესყიდვა, თუ მანქანა გჭირდება სამსახურში სასიარულოდ, ოჯახისთვის ან თუ თვეში 10-15 დღეზე მეტს ატარებ.

თუმცა, ყველაფერი ისე არაა, როგორც ზედა ორ წინადადებაში წერია და მინდა დეტალურად იცოდე ყველაფერი მანქანის ქირაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

​რა უნდა გაითვალისწინო გადაწყვეტილების მიღებამდე?

ამ სფეროს სარეკლამო აგენტები გვირჩევენ, რომ თუ მანქანით უნდა იმუშაო (ტაქსი, მიტანა), გამოსყიდვა ყოველთვის სჯობს, მაგალითად, თუნდაც იმიტომ, რომ თურმე, ფსიქოლოგიურად უფრო უფრთხილდები „შენს“ მომავალ მანქანას.

გეტყვით, რომ ჯერ ერთი ფსიქოტიპს გააჩნია, არსებობენ ადამიანი, რომლებიც თავის სახლს უფრო მეტად უფრთხილდებიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც წლობით არ გაასწორებენ არასწორად ჩაშენებულ კარადას და კარს სახლში, მაგრამ შესთავაზებენ იგივეს გაკეთებას მეგობარს, ახლობელს და თან დიდი ენთუზიაზმით. დიახ, ზოგი პირიქით, თავის ნივთს ნაკლებად უფრთხილდება.

და მეორე, მთავარი მინუსი საბოლოო შესყიდვით ქირაობისას არის ხარჯი, რომელიც გემატება და დანაკარგი, რომელიც შესყიდვის შემდეგ რჩება. ანუ, დღიურად როცა ქირაობ მანქანას, სარემონტო ხარჯებს, ნაწილების ცვეთის შემთხვევაში – იხდის გამქირავებელი. უმეტესად, დაზღვევასაც და ტექდათვალიერების თანხასაც. როცა საბოლოო შესყიდვით ქირაობ, ასე სულაც არაა და რამდენიმეწლიან ქირასთან ერთად, ხარჯი გეზრდება. რაც შეეხება დანაკარგს, 2 და 3 წლის შემდეგ, მანქანა რომელიც 3 წლიანი ქირით იყიდე, იგივე ფასი აღარ ღირს და როგორც წესი, უკვე აღარც მოგწონს ისე, როგორც 3 წლის წინ. ანუ, ყიდვას მორჩი და უკვე ახალის ყიდვა გინდება. 

და თუ მანქანას კი არ ვქირაობ, არამედ – ვაქირავებ?

დღიურად გაქირავება: მეტი მოგება,  დღიურად უფრო მეტს გამოიმუშავებ ვიდრე გამოსყიდვის შემთხვევაში.

​კონტროლი: მანქანას ხედავ ხშირად, თუ პრობლემას შეამჩნევ, შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო გაქირავება და თავად გამოიყენო ან გაყიდო.

​მინუსი: – ლამის ყოველდღე ახალი კლიენტი, დღეს ერთმა დაგიქოქა, ხვალ – მეორემ. სერვისი, რეცხვა, ზეთის შეცვლა — ყველაფერი შენია. ამას დამატებული, თუ კლიენტი არ გყავს, მანქანა დგას და ფულს არ აკეთებს.

ცვეთა: წლების განმავლობაში იგივე ფასად ვეღარ გააქირავებ.

​გაქირავება საბოლოო შესყიდვით – ეს უფრო „პასიური შემოსავლის“ ტიპის ინვესტიციაა. ანუ, იცი რომ ის შემოსავალი, რასაც ქირიდან იღებ, ყოველ დღე გაქვს, მიუხედავად იმისა, ზამთარია, თუ ზაფხული, ორშაბათი თუ შაბათი.

​სტაბილურობა: გყავს ერთი ადამიანი, რომელიც ყოველდღე (ან კვირაში ერთხელ) გირიცხავს ფიქსირებულ თანხას.

​ნაკლები ხარჯი: როგორც წესი, ხელშეკრულებით მანქანის მოვლა–პატრონობა კლიენტის ვალდებულებაა. შენ მხოლოდ ძვირადღირებულ ნაწილებს ან ძრავს თუ დააზღვევ (ისიც შეთანხმებისამებრ).

​მინუსი: ინფლაციის რისკი: შენ დღესვე აფიქსირებ ფასს, რომელიც 2 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. მართალია, რამდენიმე წლის მერე მანქანაც „ბერდება“, მაგრამ ინფლაციის შემთხვევაში, არ გამორიცხო, რომ თავად დარჩე წაგებული.

გაითვალისწინე –

 თუ გამოსყიდვით გააქირავებ, აუცილებლად დააყენე GPS ტრეკერი და გქონდეს მეორე გასაღები, რათა გადახდის პრობლემის შემთხვევაში მანქანის უკან დაბრუნება არ გაგიჭირდეს.

მიუხედავად იმისა, გაქირავების და ქირაობის რომელ ფორმას აირჩევ, კრიტიკული პუნქტები, რომლებიც ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა ჩაწერო:

​გადახდის გრაფიკი და წესი – დღიური თუ კვირეული თანხა, ზუსტად გაწერე, რა თანხა უნდა გადაიხადო/გადაგიხადონ და რა პერიოდულობით.

​მიუთითე, რამდენდღიანი დაგვიანების შემდეგ გაქვს უფლება, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტო და მანქანა დაიბრუნო (როგორც წესი, ეს 2-3 დღეა).

​აღწერე პირობები, რომლის დროსაც იბრუნებ მანქანას ისე, რომ მძღოლს გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება (მაგალითად: ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობა საჭესთან, გადახდის სისტემატური დარღვევა).

გამოსყიდვის ვადა: ზუსტად რა თარიღში ხდება მანქანა მძღოლის საკუთრება.

​თუ გამოსყიდვით აქირავებ – დაიტოვე უფლება, თვეში ერთხელ მანქანა დაათვალიერო.

​დაზღვევა

ალბათ, ყველა გირჩევთ, რომ დაზღვევა დამქირავებელმა გადაიხადოს, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია – უმჯობესია გამქირავებელმა გადაიხადო და ქირის ფასში გაითვალისწინო, რომ დარწმუნებული იყო დაზღვევის თანხა გადახდილია და დაზღვევა აქტიური. თორემ, ერთხელაც, ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ და რომ დაგჭირდეთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უპს და არაა აქტიური დაზღვევა, რადგან დამქირავებელს დაავიწყდა, დაეზარა, ხვალისთვის გადადო…

​ვიდეოჯარიმები: ცალსახად, გაქირავების პერიოდში მოსული ყველა ჯარიმა მძღოლის გადასახდელია.

​​შეზღუდვები: აქ უნდა განისაზღვროს, მანქანის გადაცემა მესამე პირზე, იკრძალება თუ არა? აკრძალულია თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლა ან ქვეყნიდან გასვლა შენი ნებართვის გარეშე.

​დღიურად გაქირავების შემთხვევაში, მიუთითე, რომ მანქანაზე ყენდება GPS

​აუცილებელი წესი –  ხელშეკრულება აუცილებლად დაამოწმებინე ნოტარიუსთან. ეს გაცილებით აადვილებს პროცესს, თუ საქმე სასამართლომდე ან პოლიციამდე მივიდა.

​ახლა, ალბათ, ფიქრობ, რომ ამდენი ინფორმაციის მიღების შემდეგ, უფრო დაიბენი, არადა, ყველაფერი ძალიან მარტივია და მოდი, ერთად შევაჯამოთ:

თუ აქირავებ:

​თუ მანქანა ახალია და კარგ მდგომარეობაში – გააქირავე დღიურად. მეტს დაზოგავ და მანქანასაც ფასი ექნება.

​თუ მანქანა საშუალო მდგომარეობაში, ძველია – გააქირავე გამოსყიდვის უფლებით.  1.5-2 წელიწადში მანქანის ფასსაც ამოიღებ და კარგ მოგებასაც დაიტოვებ, თან ისე, რომ ავტოსახელოსნოს რიგში არ იდგები.

და თუ ქირაობ, – პირიქით, ყველაფერი პირიქით:

შეიძლება დღიურად იქირაო საშუალო მდგომარეობაში მყოფი, ძველი მანქანა, მაგრამ არამც და არამც შესყიდვის პირობით.

აი, ახალ, კარგ მდგომარეობაში მანქანას თუ იპოვნი ქირით ბაზარზე – ეცადე, შესყიდვის პირობაზე დაიყოლიო.

ეს ის შემთხვევაა, როცა გამქირავებლის და დამქირავებლის ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა, არა უშავს, ორივე ახერხებდა და ახერხებს თანაარსებობას მშვენივრად. მოკლედ, ბაზარზე ვეღარ მოტყუვდები, თუ ზემოთ ჩამოთვლილ წესებს გაითვალისწინებ და ახლა ერთი პრობლემაღა დარჩა – სად იპოვო ისეთი მანქანა, რომლის ქირაობითაც იხეირებ, ან როგორ გააქირავო მანქანა სახარბიელო პირობებით?

მით უფრო ახლა, როცა პირველი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის მანქანები იკრძალება ქვეყანაში და მსურველი მეტი და მეტი იქნება. 

სად უნდა იპოვნო და საიტზე, სადაც მუდამ ბევრი და თან ახალი განცხადებებია, სადაც მუდამ შეგიძლია მანქანის ქირაობა მისაღები პირობებით და ფასით, იმიტომ კი არა, რომ აქ ყველა მანქანა იაფად ქირავდება, არა, იმიტომ რომ ბევრი განცხადებაა, კონკურენციაა და ყველანაირი ფასი, ყველანაირი მოდელი, ყველანაირი პირობით, შენ მხოლოდ საკუთარ საჭიროებას უნდა მოარგო.

და ბოლოს, ყურადღებით იყავი დაზღვევასთან, სამწუხაროდ, ამ ბლოგში ვერ ჩავატიე დაზღვევაზე რეკომენდაციები. უმრავლესობა, ვიცი, თვლით, რომ დამზღვევი კომპანიების პირობები თითქმის ერთნაირია, რომ იმ მანქანას აზღვევ, რომლითაც ტაქსის სერვისში მუშაობ, თუ იმ მანქანას, რომლითაც მხოლოდ სამსახურში დადიხარ – სულ ერთია და ნურას უკაცრავად, ასე სულაც არაა. იმდენად დიდი განსხვავება პირობებში, რომ საქმიანობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარეც კი, იცვლება ისეთი დეტალები, რომლებსაც ყურადღებას არ აქცევ, რომლებიც წვრილი შრიფტითაც წერია, მაგრამ პრაქტიკულად და ყოველდღიურად, – უმნიშვნელოვანესია. სანამ დაზღვევის დეტალებზეც დავწერ შემდეგში ბლოგს – მანამდე კი, უბრალოდ ფრთხილად იყავი და ყურადღებით წაიკითხე მზღვეველის პირობები. 

(R)

 

 

თეგები: მანქანამანქანა დღიურადმანქანა ქირითმანქანა შესყიდვითმანქანის გაქირავება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved