• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

ალია ავტორი - ალია
16:34 02-20-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

ნიუჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიურ ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 132–წლიანი ტრადიცია გააჩნია. დღესაც ცენტრი ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით და აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატებით. თუმცა, ყველაზე მთავარი – გუნდია, ექიმები დიდი გამოცდილებით, მაღალი პროფესიონალიზმით.

ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, გრიგოლ ქამუშაძე მოწვეული ქირურგის სტატუსით გვხვდება ნიუჰოსპიტალსში, იგი პროფესიულად წამყვან კლინიკებში საქმიანობს და 15 წლიანი გამოცდილების პერიოდში, უკვე 50 ათასზე მეტი წარმატებული ოფთალმოლოგიური ოპერაცია აქვს ჩატარებული. იგი სპეციალიზირებულია როგორც ლაზერულ კორექციაში, ასევე გლაუკომის ქირურგიაში.
ჩამონათვალი დიდია და ამ დიდ სიაშია კატარაქტას ქირურგიაც. იგი დღეს გვიყვება რა იწვევს კატარაქტას, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს დაგვიანებულმა მკურნალობამ და რომელია ის მთავარი სიმპტომი, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

– რა არის კატარაქტა და რა იწვევს მას?

– კატარაქტა თვალში არსებული ბუნებრივი ბროლის სრული, ან ნაწილობრივი შემღვრევაა. ანატომიური ადგილმდებარეობის მიხედვით, ბროლის შემღვრევა შეიძლება იყოს ქერქოვანი, შეიძლება იყოს – ბირთვული, უკანა კაფსულარული და ასევე – პოლარული. პოლარული კარაქტა თანდაყოლილ დაავადებას ახასიათებს.

როგორც უკვე მიხვდით, კატარაქტა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, – რა იწვევს კატარაქტას? – შეძენილი კატარაქტებიდან ყველაზე ხშირი გახლავთ ასაკობრივი კატარაქტა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 60–70 წლის პაციენტების 50–60 პროცენტში გვხვდება კატარაქტა, 70 წლის ზემოთ პაციენტებში კატარაქტის პროცენტული მაჩვენებლი უკვე – 85–95 პროცენტია.

ხშირია ტრამვული კატარაქტაც, არსებობს ასევე, სამკურნალო მედიკამენტური საშუალებების მიერ გამოწვეული კატარაქტა და მეტაბოლური კატარაქტები, როგორიც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში განვითარებული ბუნებრივი ბროლის შემღვრევა.

– რა სიმპტომები ახასიათებს კატარაქტას?

– ყველაზე მთავარი სიმპტომი კატარაქტას შემთხვევაში – ეს არის ბურუსი, ბურუსში მხედველობა და ამასთან გაორება.

თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს სიმპტომები ახასიათებს სხვა დაავადებებსაც, მათ შორის, ისეთ საშიშ დაავადებას, რომელიც არის გლაუკომა. შესაბამისად, ამ სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს!

მნიშვნელოვანია ისიც, გაორება და ბურუსი აღინიშნება ერთ თვალში, თუ ორივე
თვალში. იმის მიხედვით, ერთ თვალში უჩივის პრობლემას პაციენტი, თუ ორივეში,
შესაძლოა ივარაუდო, რომელ დაავადებასთან გაქვს საქმე, მაგრამ დაზუსტებული
დიაგნოზის გარეშე დაუშვებელია მკურნალობაც და ექიმთან ვიზიტის გადადებაც. კიდევ
ერთხელ გავიმეორებ. თვალის სხვადასხვა პათოლოგიების (როგორიც შეიძლება იყოს
ბადურაზე შაქრიანი დიაბეტის მიერ გამოწვეული პათოლოგიები, ან თვალშიდა წნევის
მატება, ან გლაუკომა) სიმპტომები და ასევე კატარაქტას სიმპტომატიკა ერთმანეთს
ძალიან წააგავს, ამიტომ პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს
დიაგნოსტირებისთვის.

– როგორ ხდება დიაგნოსტირება და რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს კატარაქტის დიაგნოსტირებაში?

– კატარაქტას დიაგნოსტირება ხდება კლინიკაში, ოფთალმოლოგის მიერ. სპეციალური ტექნოლოგიების დახმარებით, ვნახულობთ ბროლის შრეებში არსებულ მდგომარეობას, პაციენტის გუგის გაფართოების შემდგომ, ოფთალმოლოგი ათვალიერებს თვალის სტრუქტურებს, როგორც ბროლის, ასევე ფსკერის, მხედველობის, ნერვის. კატარაქტის დიაგნოსტირების შემთხვევაში, აქცენტირება ხდება ბროლის მდგომარეობაზე. კატარაქტის ხარისხის და ბროლის შემღვრების კლასიფიკაციის მიხედვით, ზოგჯერ თვალის სხვა სტრუქტურული ნაწილების დიაგნოსტირება მაღალტექნოლოგიური აპარატურის გარეშე ფერხდება. მაგალითად, თუ კატარაქტა არის მწიფე, ან უკანა კაფსულარული, შემღვრეული კატარაქტა, თვალის ფსკერის დიაგნოსტიკა გართულებულია. მიუხედავად ამისა, გამომდინარე იქედან, რომ ნიუჰოსპიტალსი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექოლოგიური აპარატურით, ჩვენს კლინიკაში ტარდება კვლევები, რომლებითაც შეგვიძლია პრეოპერაციულად პროგნოზირება პაციენტს რა ხარისხის მხედველობა ექნება პოსტოპერაციულად.

– რა რისკები არსებობს დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში?

– არსებობს ტიპი კატარაქტების, რომლებსაც, თუ დროულად არ ვუმკურნალებთ, შეიძლება გამოიწვიონ თვალის სხვადასხვა ტიპის გართულებები, მაგალითად, თვალშიდა წნევის მატება, რაც თავის მხრივ იწვევს ვერაგი დაავადების – გლაუკომის განვითარებას და პაციენტს, სამწუხაროდ, შეუქცევადად უქვეითდება მხედველობა.

მხედველობის შეუქცევადად დაქვეითება კი ნიშნავს იმას, რომ ოპერაციის ან მედიკამენტოზური მკურნალობის შემდგომ, სამწუხაროდ, პაციენტს მხედველობის დაბრუნების შანსი ნაკლები აქვს. ეს მაშინ, როცა, თუ მხოლოდ კატარაქტა აქვს პაციენტს, თანმხლები დაავადებების გარეშე და არ გვაქვს სახეზე კატარაქტის მიერ გამოწვეული გართულებები, ამ შემთხვევაში 100 პროცენტით იბრუნებს იმ მხედველობას, რაც დაკარგა კატარაქტის გამო. აი, სწორედ ამიტომაა აუცილებელი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

– მით უფრო, როცა, როგორც ვიცი, ამჟამად ნიუჰოსპიტალსში უფასო სკრინინგი გაქვთ კატარაქტის.

– არამხოლოდ კატარაქტის, კლინიკა ნიუჰოსპიტალსში 60 წელს გადაცილებულ პაციენტებს ეძლევათ საშუალება ჩაიტარონ თვალის სრული დიაგნოსტირება და მიიღონ მაღალკვალიფიციური დახმარება გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდისგან. სკრინიგისას არამხოლოდ კატარაქტის დიაგნოსტირება ხდება, არამედ როგორც თვალის ფსკერის პათოლოგიების, ასევე ისეთი ვერაგი და ცუდი დაავადების, როგორიცაა – გლაუკომა.

– როგორ ხდება პაციენტისთვის ბროლის შერჩევა?

– რაც შეეხება ბროლების შერჩევას, ნიუჰოსპიტალსში არსებული მაღალტექნოლოგიური კვლევების საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ინდივიდუალურად შევურჩიოთ პაციენტს მისთვის საუკეთესო ბროლი.
რაც უნდა დროულად და კარგად იყოს ჩატარებული ქირურგია, თუ პაციენტს არ აქვს სწორად შერჩეული ბროლი, ამ შემთხვევაში, პოსტოპერაციულად პაციენტი მაინც არ იქნება კმაყოფილი და ხარისხობრივი და რაოდენობრივი მხედველობა მაინც ექნება დაბალი. ჩვენ გვაქვს საშუალება, პრეოპერაციულად პაცინტს გავაცნოთ ყველა დეტალი, ჩავუტაროთ ყველა საჭირო დიაგნოსტიკა, ავუხსნათ რა ტიპის ბროლები არსებობს, ჩვენს კლინიკაში ნებისმირი ტიპის ბროლია, ნებისმიერი კომპანიის ნაწარმოები. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას პაციენტს დავუბრუნოთ მხედველობა 100 პროცენტით, როგორც შორს მანძილზე, ასევე საშუალო და ახლო საკითხავ მანძილზე – რაც ნიშნავს იმას, რომ კითხვისასაც კი, მას  სათვალე არ დასჭირდება.

კიდევ ერთხელ გავმეორდები, კატარაქტით დაკარგული მხედველობის სრული აღდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაგვიანებული მომართვა და უკვე სახეზე არ გვაქვს, კატარაქტით გამოწვეული გართულებები, ან თუ პაციენტს არ აქვს თვალის სხვა თანხმლევბი დაავადებები. თუმცა, როგორც ვთქვი, პრეოპერაციულად, ყოველთვის შეგვიძლია წინასწარ იმის თქმა, რამდენი პროცენტით დაუბრუნდება პირს მხედველობა.  

– რომ შევაჯამო, გამოდის კატარაქტის ოპერაციით ბრუნდება ის მხედველობა, რომელიც კატარაქტის გამო წაერთვა პაციენტს?

– ცოტა მეტი. საქმე ისაა, რომ  თუ კატარაქტასთან ერთად პაციენტს ჰქონდა ასტიგმატიზმი (ასტიგმატიზმი რქოვანას არასფერული ფორმაა, რომელიც თანდაყოლილი პათოლოგიაა), მას კატარაქტას ოპერაციის შემდგომ ასტიგმატიზმიც მოეხსნება. რაკი ადამიანთა 85–93 პროცენტში გვხვდება ასტიგმატიზმი, პაციენტთა სრულ უმრავლესობას, კატარაქტით დაკარგულ მხედველობასთან ერთად მოვუხსნით ასტიგმატიზმს, რის გამოც მას მთელი ცხოვრება ჰქონდა დაბალი მხედველობა, როგორც რაოდენობითი, ასევე ხარისხობრივად.

– კატარაქტას მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ნიუჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში?

– კატარაქტას მკურნალობის მხოლოდ ერთი ქმედითი გზა არსებობს, ეს არის ქირურგიული ჩარევა, მედიკამენტოზური გზით კატარაქტასგან განკურნება შეუძლებელია. ქირურგია არსებობს რამოდენიმე ტიპის, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ნებისმირი ტიპის ქირურგიული ჩარევა, ვგულისხმობ როგორც გართულებულ კატარაქტას, ასევე სხვადასხვა ტიპის კატარაქტის ქირურგიებს.

უნდა ვთქვა კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ ბოლოს ხშირად მხვდება ხოლმე პრაქტიკაში, თუ პაციენტს რომელიმე სხვა კლინიკაში, ჩატარებული აქვს კატარაქტის ოპერაცია და, სამწუხაროდ, არ აქვს შედეგი, მაგალითად, ვერ მოხდა ან ბროლის ჩასმა ნორმალურად, ან ბროლის სწორად შერჩევა, – შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის პოსტპერაციული პრობლემები მოვუგვაროთ პაციენტს. იქნება ეს ბროლის მეორადი ინპლატანცია, თუ ახალი ბროლის შერჩევა.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved