• რეკლამა
  • კონტაქტი
14:51, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნახევრადშეშლილმა დიქტატორმა რუსეთი კოლაფსამდე მიიყვანა” – მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:42 01-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
608

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

დღეს მნიშვნელოვანი და ძალიან სიმბოლური თარიღია. 1418 დღე შესრულდა რუსეთ – უკრაინის ომის დაწყებიდან, ანუ, ზუსტად იმდენი, რამდენიც გრძელდებოდა სსრკ-ს “დიდი სამამულო ომი” ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ. (1941 წლის 22 ივნისი -1945 წლის 9 მაისი).

1418 დღეში სსრკ-მ ჯერ უკან დაიხია, მერე შეუტია, გერმანელებისგან გაანთავისუფლა რუსეთის ევროპული ნაწილის, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვის, ბალტიის რესპუბლიკების ტერიტორიები, გერმანელები გაყარა მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთის, ბულგარეთის, ავსტრიის და იუგოსლავიის ტერიტორიებიდან, შევიდა გერმანიაში, აიღო ბერლინი და მოკავშირეებთან ერთად დაამარცხა გერმანია.

იგივე 1418 დღეში რუსეთმა ვერ შეძლო დონეცკის ოლქის განთავისუფლებაც კი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაზე სამხედრო თავდასხმამდე, ამ ოლქის ტერიტორიის ნახევარზე მეტს აკონტროლებდა .

ამ ომის გამო რუსეთამ პოლიტიკურად და ეკონომიკურად რა შედეგი მიიღო ამაზე იმდენი მაქვს დაწერილი, რომ აქ თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ ერთს დავამატებ, თუკი გადავხედავთ 2025 წლის ბოლოს რუსეთი ეკონომიკის მონაცემებს, ვისაც ოდნავ აზროვნება მაინც შეუძლია, ის იოლად მიხვდება, რომ ქვეყნის სათავეში მდგომმა ნახევრად შეშლილმა დიქტატორმა რუსეთი ფაქტობრივად კოლაფსამდე მიიყვანა.

პოლიტიკურად რუსეთი იქცა სრულ კეთროვანად დემოკრატიული სამყაროსთვის. მისი ავტორიტეტი პლინტუს ქვემოთაა დაცემული. რუსეთმა დაიწყო იმ დიქტატორი მოკავშირეების დაკარგვაც, რომელთა ტირანიული რეჟიმის შენარჩუნებაში პუტინის ხელისუფლებას ათობით მილიარდი დოლარი აქვს გადაყრილი და რომლებიც მის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდენ დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პუტინის სტარტეგიული პარტნიორები, სირიის ლიდერი ბაშარ ასადი ისე დაამხეს და ვენესუელის ლიდერი ამრიკელებმა ისე დაატყვევეს, რომ რუსებმა რეალურად ხმის ამოღებაც კი ვერ გაბედეს. იმედია მათ რიცხვს მალე ირანი და კუბა შეემატება.

ამერიკელები საერთაშორისო წყლებში ერთი მეორის მიყოლებით დაუსჯელად აპატიმრებენ მსოფლიო ერთ-ერთი სამხედრო პოლიტიკური ლიდერობის პრეტენზიის მქონე ქვეყნის ტანკერებს. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დასაცავად პუტინის მიერ წარგაზვნილი, მათთან ერთად მცურავი რუსული წყალქვეშა ნავები და სამხედრო გემები კი ისე ტრიალდებიან და ტოვებენ “ინციდენტის” ადგილებს, რომ არც კი ფიქრობენ, ან რუსული დროშის, ან ქვეყნის ავტორიტეტის და ღირსების დაცვას.

რუსეთ-უკრიანის ომში პუტინი წარმატებით ამსხვრევს კიდევ ერთი დიდ მითს, ხმელეთზე რუსეთის არმიის სამხედრო უძლეველობის შესახებ. პუტინის რეჟიმის რეალურ სამხედრო სიძლიერესა და მისი მთავარსარდლის “გენიაზე” ყველაზე კარგად ერთი უპრეცენდენტო ფაქტი მეტყველებს, რუსის ჯარმა დონეცკიდან პოკროვსკამდე (ეს პატარა ქალაქი რუსებს ჯერ კიდევ არ აუღიათ!) 55 კილომეტრის (შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახავთ, რომ ამდენია!) გავლას 3 წელი მოანდომა და ამ “წარმატების” მიღწევას 300 ათასი ჯარისკაცი შეაკლა.

ეს რაც ზემოთ დავწერე, შეფასება არაა, უბრალოდ ფაქტებია. ჰოდა ამ ფაქტების შემხედვარე, ვინც კიდევ პუტინის გენიოსობასა და რუსების უძლეველობაზე დაიწყებს საუბარს, ის, ჩემი აზრით, პირდაპირ ფსიქიატრიულ დისპანსერში უნდა გაუშვა სამკურნალოდ.

რუსეთის იმპერიის დამასამარებელ უკრაინას, მის ხალხს და მის არმიას კი ჩემი თანადგომა და პატივისცემა!

«Сла́ва Украи́не! Геро́ям сла́ва!»

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved