• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

ალია ავტორი - ალია
15:53 12-25-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

საერთაშორისო ავტორიტეტული სააგენტოს – S&P Global-ის მიხედვით, თიბისი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოწინავეა ევროპულ საბანკო სექტორში. ანალიტიკურ სტატიაში S&P Global-ი განიხილავს თიბისის მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) წარმატებულად დანერგვის მაგალითს. საერთაშორისო სააგენტო თიბისის გამოცდილებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე ბანკის ტექნოლოგიური განვითარების შესახებ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ ისაუბრა. ანალიტიკური სტატია ეხება იმ ბანკებს, რომლებიც AI-ს აქტიურად იყენებენ ოპერაციული მოქნილობის, ფინანსური შედეგებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ამ კონტექსტში თიბისი დასახელებულია ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორებიცაა: ბრიტანული Lloyds და Standard Chartered PLC, ასევე ნიდერლანდური ING Groep.

S&P Global წერს, რომ, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის მიმართ მზარდი ინტერესისა, ევროპაში ბანკების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ადაპტირება და მისი დანერგვით ფინანსური სარგებლის მიღება. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადრეული ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, თიბისიმ წარმატებით შეძლო უზბეკეთის ბაზარზე პირველი ციფრული ბანკის შექმნა, სადაც უკვე 6 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

S&P Global-თან ინტერვიუში თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ, AI ინტეგრაციის მხრივ წარმატებული მიმართულებები დაასახელა:

“თიბისი აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტურად სამართავად. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, დღეს, კორპორატიული სესხების გაცემისას, პროცესების 60-70% ციფრულად სრულდება. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრად სწრაფად ვაანალიზებთ ინდუსტრიების პოტენციალს, ვაფასებთ პარტნიორებს და მათს ფინანსურ შედეგებს. ავტომატიზაციის მეშვეობით, მომხმარებლებს მათზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, სადაც გათვალისწინებულია კომპანიის ფინანსური საჭირობები. შედეგად, ვიღებთ მეტად პერსონიფიცირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved