• რეკლამა
  • კონტაქტი
12:11, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს ქრთამის აღების რამდენიმე ფაქტისთვის დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილი?

ალია ავტორი - ალია
13:17 12-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
420

როგორია ლილუაშვილის დეკლარაცია, რომელსაც რამდენიმე მილიონის ქრთამის აღებას ედავებიან.

ყოფილი მაღალჩინოსნის ქონებრივი დეკლარაცია ასეთია:

დეკლარაცია ლილუაშვილმა 2025 წლის აპრილში შეავსო, რომლის მიხედვითაც, არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ გააჩნია პირად საკუთრებაში.

მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი toyota rav4, რომელშიც 2021 წელს 10 500 აშშ დოლარი გადაიხადა.

გრიგოლ ლილუაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჰქონდა75 000 დოლარი და 8 500 ევრო.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ხელფასის სახით აღებული აქვს წლიურად 141 274 ლარი.

სუს-ის ვებგვერდის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილის ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება ასეთია:

  • 2019 წლის ოქტომბრიდან გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.
  • 2019 წლის იანვრიდან 2019 ოქტომბრამდე იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრამდე – უფროსის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.
  • 2016-2017 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე, მაჟორიტარი დეპუტატი.
  • 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისამდე იგი იყო ქ.თბილისის მერის მოადგილე.
  • 2015-2016 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი იყო სს „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.
  • 2014-2016 წლებში მუშაობდა შპს „ოლდ სიტი დეველოპმენტში“, გენერალური დირექტორის პოზიციაზე.
  • 2013-2014 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორი იყო.
  • 2008-2013 წლებში იყო შპს „ქართუ მშენებელის“ დირექტორის პირველი მოადგილე.
  • ამავე პერიოდში იგი იყო ასოციაცია „ატუს“, შპს „ბურჯის“ შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2006-2008 წლებში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
  • 2006-2007 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის ლექტორად, სადაც კითხულობდა საბაჟო საქმეს.
  • 2004-2006 წლებში იყო ასოციაცია „ატუს“, შპს „ბურჯის” გადაზიდვებისა და საბაჟო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
  • 2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის „RILO”- ს მოსკოვის ოფისში, დსთ-ს ქვეყნების საბაჟო სამსახურების მეთაურთა საბჭოში.
  • 2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
  • 1999-2001 წლებში იყო ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზების“ მარკეტინგის მენეჯერი, ხოლო 1998-1999 წლებში კი – ამავე კომპანიის ბუღალტერი.
  • გრიგოლ ლილუაშვილმა დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და მას მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.(ბიემჯი)

თეგები: გრიგოლ ლილუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved