• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,არა რა, ეს რა ქვეყანაში გავიღვიძეთ…” – ვატო შაქარიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:08 12-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
339

ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,არა რა, ეს რა ქვეყანაში გავიღვიძეთ – პატიმარი(რა აქვს ჩადენილი და ვინ არის ამაზე მოგვიანებით) ჩივის, უფრო ადრე გამომიშვეს ციხიდან, ვიდრე ველოდებოდიო, წარმოგიდგენიათ ეს რა უბედურებააო…?! თანაც იმ ციხიდან, სადაც მთავარი პრობლემა სექსის ნაკლებობა იყოო… დავფიქრდი, რა ემოცია შეიძლება დაეუფლოს ამის მოსმენისას სააკაშვილ-ახალაია-ქილერას ჯოჯოხეთგამოვლილ ყოფილ პატიმარს, ან იმ პატიმრის ოჯახის წევრს, რომელიც ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა… ვისაც ქმარი მოუკლეს, ძმა მოუკლეს, შვილი მოუკლეს, მამა მოუკლეს… ვისაც ღირსება შეულახეს, ვინც დაჩაგრეს, ვისაც ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანეს…
ახლახანს იყო საგამოძიებო კომისია, რომელსაც მთელმა საქართველომ უყურა, თითქოს კიდევ ერთხელ გადავიტანეთ და გავიარეთ ის 9 წელი და იმ დროს განცდილი ტკივილი. ახლა კი, ეს უტიფარი ნაძირალა გამოდის და ასეთი ცინიზმის მომსწრენი ვართ, ბრაზი და ცრემლი ერთად მომადგა… სამუშაო მაგიდაზე, ჯაბა ხუბუას წიგნი მიდევს – „დილეგის წინაშე“… ავიღე და კიდევ ერთხელ წავიკითხე ის შემზარავი ისტორიები, რომელიც ჩვენი რეალობა იყო ახლო წარსულში, მათი წაკითხვა და მოსმენაც კი, უმძიმესია არა თუ იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გვერდით კონკრეტულ ადამიანებს დამართეს… მხოლოდ რამდენიმეს ამოვიწერ ოფიციალური ჩვენებებიდან და პატიმრების მონათხრობიდან…
„მამაკაცებმა იქვე არსებულ ხის მაგიდაზე გადამაწვინეს და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ქვედა საცვალი ჩამხადეს. ამის შემდეგ ბოთლი შემიყვანეს უკან, საჯდომში და ასე მაწამეს.“

„შარვალჩახდილი იატაკზე დამაგდეს. სიმწრისგან თავს ბეტონზე ვურტყამდი. გარეთ მყოფი პირები საკანში შემოცვივდნენ. ერთმა თავზე ფეხი დამადო, მერემ კი, სასქესო ორგანო მომადო და ასე გადამიღეს სურათი.“

„ე.წ. აბსლუგაში მცხოვრები პატიმარი „სომეხა“ ადმინისტრაციის დავალებით გარდაცვლილ პატიმრებს კვეთდა და შინაგან ორგანოებს აჭრიდა. მოვიდოდა და გვეტყოდა – „ბიჭო, შენ როგორ იქცევი, ხომ არ გინდა ჩემთან მოხვდე?“ თუ მორგი ცარიელი იყო, მოწყენილი დადიოდა – აუ დღეს მკვდარი არ მყავსო.

„რასაც მეუბნებოდნენ სიტყვასიტყვით გავიმეორებ: „შენ ბიჭო ხომ არ გავიწყდება შენი ცოლი უკაცოდ დადის.“ დედაშენს „მარშრუტკა“ დაარტყამს ბიჭო!“

„ცემაში კლავდნენ პატიმრებს. საჭმელში გვიფურთხებდნენ და ძალით გვაჭმევდნენ. საათობით შეაგდებდნენ ცივ წყალში, დააბამდნენ, დააგდებდნენ და 2-3 დღეს ჰყავდათ ასე. გვერდით კორპუსებიდან მუდმივად ისმოდა ყვირილის, კვნესის, ცემა-ტყეპის ხმა.”

„არანაირმა მუქარამ რო არ გაჭრა, ჩემი თანამესაკნეების ცემა დაიწყეს, მაშინ შევწყვიტე შიმშილობა.“

„მუქარისა და გინების შემდეგ ზურგზე ვიგრძენი საშინელი ტკივილი, დამწვრობის სუნიც ვიგრძენი, მივხვდი, რომ სიგარეტს მაქრობდნენ ტანზე. ფეხის ტერფებზე შემომახვიეს გაზეთები, დაახვიეს ტელეფონის მავთულები და შეუერთეს დენი, ზედმეტი მოუვიდათ და გონება რამდნეჯერმე დავკარგე.“

„მორგში ორი დღე გამატარებინეს, ეს პაქტიკა იყო, გვამზე აბამდნენ ცოცხალ ნაწამებ პატიმრებს და რამდენიმე დღე ასე ტოვებდნენ.“

„ის მამათმავალი პატიმარი გელა კარცერში ჩამოიყვანეს და გვერდით საკნიდან ისეთი ხმები ისმოდა ცხოვრებაში არ დამავიწყდება. გლდანის ციხეში, ერთ-ერთმა პატიმარმა მასთან პაემანზე მისულ მეუღლეს უთხრა – ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, მე გამაუპატიურეს და ის კაცი აღარ ვარ, ვისაც შენ ცოლად დაყევიო.“

„ახალაიას პირადად გაყავდა პატიმრები საკნებიდან და პირადად აწამებდა მათ, კალმახელიძესთან მიდიოდა კარანტინის დაშლის დროს გადაღებული ცემის და წამების კადრები.“

„ყურის აპკი პატიმართა დიდ ნაწილს დახეთქილი ჰქონდა გაშლილი ხელების ყურებში შემორტყმით, რაც აუტანელ ტკივილს იწვევდა. ლაპარაკი კი არა ჩურჩულიც არ შეიძლებოდა, 5 საათამდე ვერ დაჯდებოდი და ვერ დაწვებოდი, მთელ საკანს ცემდნენ თუ ვინმე ამას დაარღვევდა.“

„ერთხელ ჩემს გვერდით პატიმარი დაეცა, კრუნჩხვა დაეწყო, გამოძახენულმა ექიმმა ორი თითი ყელზე დაადო მოკვდა საწყალიო, მეანიკურად მივვარდი, ხელოვნურ სუნთქვას და გულის მასაჟებს ვუკეთებდი, ამოისუნთქა, თუმრე შეიძლებოდა გადარჩენა.“

„იატაკზე ხელებგაშლილი დამაწვინეს, ხელებზე დამადგა ორი სპეცრაზმელი, ორი ფეხებს მიჭერდა, ერთმა ფეხი სახეზე დამადგა, დარანჩენები ჩემს სხეულზე დახტოდნენ…“

„ჩემი საკნიდან ჩანდა ციხის საავადმყოფო, იყო დღეები, როცა 3-4 მიცვალებული გამოჰყავდათ.“

„წელიწადი 200 პატიმარის გარდაცვალება ფიქსირდებოდა, რეალურად ეს ციფრი ბევრად უფრო მაღალი იყო…“

ასეთია ასობით, ათასობით ისტორია… მოკლული, ნაწამები, ღირსებააყრილი ადამიანი, განადგურებული ოჯახები…
შეგახენებთ, რომ დღეს, რამდენიმე საათით ადრე გამოშვებული და სექსის ნაკლებობისგან „დატანჯული“ გირჩი აცხადებდა, რომ იცოდა იმ ყველაფრის შესახებ, რაც მისი პარტიის მმართველობის დროს ციხეში ხდებოდა…“

თეგები: ვატო შაქარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved