• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ძალიან დიდი უბედურება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. რა ქვეყანაც ააშენა კობახიძემ, უკვე დიდი უბედურებაა” – დავით თარხან–მოურავი

ალია ავტორი - ალია
16:41 12-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,109

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, დავით თარხან-მოურავი, ქართული ოცნების ახალ კანონებს ეხმაურება:

“გამოფხიზლდით, ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეთ! მიიღეს კანონი, რომელშიც წერია, რომ თუ ჩვენ გვინდა მოვაწყოთ მიტინგი, არა აქვს მნიშვნელობა რის წინააღმდეგ – ჩვენ არაბულ ქალაქზე გვინდა მოვაწყოთ მიტინგი და ვიღაცას სხვა თემაზე…
ადრე იყო როგორ: ჩვენ ვეუბნებოდით მერიას, რომ ვაწყობთ მიტინგს აქ და აქ და მერე გვექნება მსვლელობა. ახალი კანონით — ხელისუფლებას უნდა მივწეროთ, რომ ჩვენ გვინდა მიტინგის მოწყობა, ვთქვათ, რუსთაველის მეტროსთან. ისინი გვიპასუხებენ, რომ არა, რუსთაველის მეტროსთან არ შეიძლება. შეიძლება ხუთჯერ მიწერო და ხუთჯერ უარი გითხრას. შენ უნდა მოძებნო ადგილი და ბოლოს ეტყვი, რომ ხუდადოვის ტყეში მინდა მიტინგი და გეტყვიან, რომ წადი ხუდადოვის ტყეში.

აი ეს არის, ეს ხდება. აღარ შეიძლება არც სავალ ნაწილზე, არც ტროტუარზე.
ხელისუფლება ცდილობს, რაღაც ვითარება გამოიყენოს და მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც საქართველო იბრძოდა 30 წელი.
ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელშიც წერია, რომ ჩვენ სიტყვების თქმის უფლება არა გვაქვს. ეს არავინ გულთან არ მიიტანა. დღეს უკვე კანონით არ შეგიძლიათ თქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა. აკვირდებით, რომ არავინ არ ლაპარაკობს, რომ არჩევნები გაყალბდა? არავინ არ ამბობს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია.

აკვირდებით ამას? ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მიაჩნდეს, რომ ხელისუფლება არაა ლეგიტიმური, მაშინაც კი, როცა ის ლეგიტიმურია. ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ საფრანგეთში… მაგალითად მაკრონი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაგრამ ნებისმიერ ფრანგს აქვს უფლება ჩათვალოს, რომ ის არაა ლეგიტიმური, გამოვიდეს და თქვას, რომ მაკრონი, ჩემი აზრით, არაა ლეგიტიმური. საქართველოში ეს არ შეიძლება. ჩრდილოეთ კორეაში და საქართველოში ეს არ შეიძლება. თუ ამას იტყვი, ბატონი კობახიძე ჯერ დაგაჯარიმებს და მერე დაგიჭერს.
[ხდება ხელისუფლების უზურპირება და ხელში ჩაგდება?] ეს უკვე მოხდა. თუ ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ გზას, როგორ დავამარცხოთ ესენი, ჩვენ საბჭოთა დროში დავბრუნდით უკვე და ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება…  ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უკვე არის უბედურება… ის რაც ხდება, რა ქვეყანაც ააშენა კობახიძემ, უკვე დიდი უბედურებაა.

აქ სულ არის ლაპარაკი, რომ ამას კობახიძე არ აკეთებს, ამას ივანიშვილი აკეთებს. ივანიშვილიც და კობახიძეც ერთად აკეთებენ ამას, მაგრამ მთავარი მრჩეველი და მთავარი იდეების გენერატორი აქ სწორედ კობახიძეა. თორემ პრემიერ-მინისტრი იყო ღარიბაშვილიც და ისევ იყო ივანიშვილი ხელმწიფე, მაგრამ ეს არ ხდებოდა. პრემიერ-მინისტრი იყო ბახტაძეც, კვირიკაშვილიც პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ ეს არ ხდებოდა მაშინ. იმიტომ, რომ იმ პრემიერ-მინისტრებს ასეთი იდეები არ ჰქონდათ.

ჩვენ რეალურად ვქმნით ტოტალიტარულ სახელმწიფოს. აი თურქმენეთში ბრძანდებოდა ახლა პრემიერი [კობახიძე], თურქმენეთს ვაშენებთ აქ. იცით თუ არა თქვენ რომ თურქმენეთში [მხოლოდ] თეთრი ავტომობილებით უნდა იაროთ? თურქმენეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ყველა ავტომობილი უნდა იყოს თეთრი. მას არ მოსწონს ავტომობილის სხვა ფერი. და თურქმენეთში არ არსებობს არცერთი მანქანა, რომელიც თეთრი ფერის არ არის. ფიზიკურად არ არის ეგეთი მანქანა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved