• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსები ალყაში მოაქციეს – უტევენ როგორც უკრაინელები, ისე კოლუმბიური და ბრაზილიური დანაყოფები – ბევრი სამხრეთ ამერიკელი იბრძვის უკრაინის მხარეს” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
16:48 12-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,522
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
მნიშვნელოვანი ცვლილებებია ფრონტის ხაზზე უკრაინაში. 20 ნოემბერს რუსულმა გენშტაბმა და პუტინმა საზეიმოდ გამოაცხადეს, რომ უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი ავიღეთო. სერიოზული ზეიმი ჰქონდათ რუსებსა და მათ მოკავშირეებს, რადგან სწორედ 2022 წელს უკრაინული კონტრშეტევის შედეგად ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო, რომლის დაბრუნებაც შეძლო კიევმა და ამით სრულიად გაანეიტრალა რუსული საფრთხე ხარკოვის ოლქში. მას შემდეგ, თითქმის სამი წელი უტევდნენ რუსები კუპიანსკის მიმართულებაზე და ხარკოვის ოლქში ღრმად შესვლას.
ცხადია, ამა წლის 20 ნოემბერს რუსებს ქალაქი არ ჰქონდათ აღებული და მათი მხრიდან საჯარო განცხადებები უსაფუძვლო ტრაბახი იყო, რადგან ქალაქის მინიმუმ ნახევარი კვლავ უკრაინელთა ხელში გახლდათ. მაგრამ ახლა კი ნამდვილად ღიმილისმომგვრელი სიტუაციაა იქ:
ბოლო 48 საათში უკრაინელებმა რუსები ქალაქში ალყაში მოაქციეს და მისი წმენდა მიმდინარეობს. უტევენ როგორც უკრაინელები, ისე საერთაშორისო ლეგიონის წევრები, მათ შორის კოლუმბიური და ბრაზილიური დანაყოფები, რომელთაც ცენტრი უკავიათ (გამორჩეულად ბევრი სამხრეთ ამერიკელი იბრძვის უკრაინის მხარეს). ჩრდილოეთიდან უკრაინის სახმელეთო ძალების სარდლობა უტევს.
თუკი კუპიანსკისათვის ბრძოლა უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდება ეს იქნება არამხოლოდ ამ წლის ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი გამარჯვება უკრაინისათვის, არამედ დიდი პოლიტიკური და პიარული დარტყმა რუსეთისათვის. სავარაუდოა, რუსეთი შეეცდება ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიშველებას ალყაში მოქცეული რუსული ნაწილებისათვის, მაგრამ ვნახოთ შეცვლის თუ არა ეს იმ მძიმე ვითარებას, რომელშიც რუსები გაეხვნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved