ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
მანამდე, ამავე წელს, აპრილში, ვახტანგ გომელაურმა, შსს–ს ყოფილმა უფროსმა, გოგნიაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად წარადინა. მაისში გომელაურმა დატოვა თანამდებობა და ივნისში, გომელაურის გათავისუფლებიდან 13 დღეში, ლაშა გოგნიაშვილი გადაიყვანეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად. ხოლო მის ადგილას კი ვაჟა სირაძე დანიშნეს.
როგორც ჩანს, ახალ მინისტრს საქმით დაუმტკიცა გოგნიაშვილმა “ერთგულება” და დედაქალაქს ისევ დააბრუნეს.














კომენტარები