• რეკლამა
  • კონტაქტი
06:41, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს–ს 1 მილიარდ 547 მილიონი ლარი – 2026 წლის ბიუჯეტის დეტალები

ალია ავტორი - ალია
21:02 12-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
635

ივანიშვილის გუნდის პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტის მხარდაჭერასთან ერთად, ცვლილებები განხორციელდა 2025 წლის ბიუჯეტში.

ორივე ბიუჯეტის პროექტი ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

როგორც ხუციშვილმა განაცხადა, საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3.3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114 მილიარდ 121 მილიონი ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27 მილიარდ 40 მილიონი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მომდევნო წელს 33,5%-მდე შემცირდება.

ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36 მილიარდ 285 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად დაფინანსდება.

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 მილიარდ 760 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება.

რაც შეეხება ცალკეული სამინისტროებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი იქნება, ხოლო კულტურის სამინისტროს დაფინანსება 365 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 325 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონი ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 133 მილიონ ლარამდე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 130 მილიონ ლარს, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 443 მილიონ ლარზე მეტი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის კი – 225 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 890 მილიონი ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 1 მილიარდ 547 მილიონი ლარი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved