• რეკლამა
  • კონტაქტი
02:12, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაბები შემოგვესევიან“ არის კომიკური, სიგიჟე და ამავე დროს მავნებლობა და ქოცებისთვის კომფორტის შექმნა” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:10 12-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,034

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

დავიღალე, ძალიან დავიღალე! ახლა შემომხვდა, კიდევ ერთი ღრიალებდა ეთერში არაბების შემოსევაზე, თითქოს მთელი საემიროები ელოდება როდის ჩაიდგმება ფონიჭალაში კორპუსები რომ იქ ჩამოსახლდეს. როგორ უნდა მოახერხო, რომ ქოცზე უფრო ჩლუნგი და დიფსთეითა აღმოჩნდე.
❗️არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოსახლეობა არის 10 მილიონამდე. აქედან მხოლოდ 1 მილიონი არის ქვეყნის მოქალაქე. დანარჩენი ექსპატები არიან– სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, ვინც იქ სამუშაოდ ჩადიან. მოქალაქეობას პრაქტიკულად არავის აძლევენ. უნიკალური დემოგრაფიული მოდელია ფაქტიურად- ქვეყანაში. მოქალაქეები უმცირესობაში არიან.
❗️ეს 1 მილიონი ადგილობრივი მოქალაქე არაბი არის სახელმწიფოს მიერ დაცული და უზრუნველყოფილი ელიტა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად უზრუნველყოფილი, ყველაზე სუბსიდირებული და ყველაზე კომფორტულად მცხოვრები ხალხი.
❗️არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე – 51 000 დოლარი (საქართველოში – 9000 დოლარი)
საშუალო ხელფასი დუბაიში: $4000 – $5000 თვე (ზოგ სექტორში 10,000+ USD)
საქართველოში საშუალო ხელფასი: $600 – $750 თვე
❗️სახელმწიფო ნავთობით მიღებული შემოსავლებით ასუბსიდირებს საკუთარი მოქალაქეების: განათლებას, ჯანდაცვას, ოჯახის შესაქმნელად აძლევს მიწას, სახლს, უძრავ ქონებას. აქვთ მინიმალური გადასახადები.
სახელმწიფო უზრუნველყოფს მათთვის მაღალი ხარისხის უფასო ჯანდაცვას, უფასო უმაღლესი განათლებას — მათ შორის საზღვარგარეთ.
ენერგორესურსები აქვთ უდაბლეს ფასად.
ინფრასტრუქტურა– ერთ–ერთი საუკეთესო მსოფლიოში.
უსაფრთხოება – ერთ–ერთი უმაღლესი დონის დედამიწაზე.
სახელმწიფო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მოქალაქე ღარიბი ვერ იქნება, თუ მაინცდამაინც ძალით არ ჩამოიქცია თავი და ოჯახი.
საემიროების მოქალაქეები უცხოეთში საცხოვრებლად თუ გადადიან, გადადიან ძირითადად დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, აშშ–ში, კანადაში და ისეთ ქვეყნებში, სადაც განათლება, საინვესტიციო გარემო, ცხოვრების დონე არის უფრო მაღალი. უფრო პრესტიჟულ, მდიდარ, უსაფრთხო ადგილებში გადადიან მოკლედ და საქართველო – ფონიჭალა–გონიოიანად არ შედის ამ კატეგორიაში.
❗️ხოდა, რისი თქმა მინდა: არავინ არ ზის დუბაიში და აბუდაბიში და არ ოცნებობს, რომ როგორმე ფონიჭალაში კორპუსები დამთავრდეს, იქ ბინა იყიდოს და შემოესიოს საქართველოს. ნუ აგიჟებთ ისედაც გაგიჟებულ ხალხს და ნუ ეხმარებით რეჟიმს კორუფციულ გარიგებებში. ამ არაბულ პროექტში მთავარი პრობლემა არის თვითონ გარიგება და არა “არაბები“:
⭕️ საიდუმლო კონტრაქტი!
⭕️ სახელმწიფოს მიწების გადაცემა გაუგებარი პირობებით!
⭕️ ინვესტიციის სიმულაცია!
⭕️ არაჯანსაღი “ ბიზნეს სქემების“ შთაბეჭდილება!
⭕️ საჯარო ინტერესის უგულებელყოფა!
⭕️ კორუფციული რისკები!
⭕️ შესაძლო ფულის გათეთრება!
და ყურადღება გადატანა იმაზე, რომ “არაბები შემოგვესევიან“ არის კომიკური, სიგიჟე, სიდებილე, და ამავე დროს მავნებლობა და ქოცებისთვის კომფორტის შექმნა❗️

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved