• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

ალია ავტორი - ალია
15:10 12-08-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

თიბისისთვის ადამიანების ცხოვრების გამარტივება უკვე 33 წელია შეუცვლელ მისიად რჩება. ბრენდმა თავისის უწყვეტი განვითარების გზა სხვებისთვის გამოცდილებად აქცია და თითოეული ინიციატივით, ახალი პროექტის განხორციელებით, ცოდნისა და კომპეტენციის გაზიარებით განათლების N1 მხარდამჭერად – ადამიანებს და ბიზნესებს აძლევს წინსვლის საფუძველს და ეხმარება მოტივაციისა და განვითარების ზრდაში.

3 დეკემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა ღონისძიება, სადავ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პარტნიორებთან, განათლების სფეროს ექსპერტებთან და თიბისის სხვადასხვა პროექტის მონაწილეებთან ერთად ისაუბრა თიბისი განათლების ხედვაზე, მთავარ მიღწევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე.

თიბისისთვის განათლება ყოველთვის პრიორიტეტული მიმართულება იყო. ბოლო სამი წელია კი განათლება მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებად აქცია. ბრენდის მიზანია, განათლების მიღების მსურველი ადამიანებისთვის, ყველა ბარიერი გაარღვიოს, რათა მათ მიღებული განათლებით შეძლონ ის, რაც აქამდე შეუძლებლად მიაჩნდათ.

„გვჯერა, რომ განათლება ცხოვრების გამარტივების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, თიბისიში მიზნად დავისახეთ ადამიანებს მივცეთ განათლების შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და გააგრძელონ სვლა დასახული მიზნისკენ. ვასწავლით იმ სფეროებსა და თემებს, რაშიც თიბისის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში დიდი გამოცდილება და ექსპერტიზა დაუგროვდა – იქნება ეს ტექი, AI თუ ბიზნეს დისციპლინები. გვინდა დავეხმაროთ ადამიანებსა და ბიზნესებს საქართველოში შეძლონ იმ ცოდნისა და უნარების დაგროვება, რომელიც მათ კარიერულ და აკადემიურ ჰორიზონტს აფართოებს, ამასთანავე მათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამუპუსი, AI საოლიმპიადო კურსი, IT აკადემია, რისკების აკადემია და პარტნიორებთან ერთად შექმნილი ტექნოლოგიური განათლების სხვადასხვა პროგრამები, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღებას. თიბისი განათლების პროგრამები, ახალ თაობას, სრულიად უფასოდ აძლევს წვდომას მთელი საქართველოდან შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ბიზნესმიმართულებები, რაც მომავალში მათ მარტივად დასაქმებასა და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარებათ.

ამასთანავე, თიბისი მიზნად ისახავს ბიზნესებს გაუზიაროს დაგროვილი გამოცდილება და შესთავაზოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომლებიც მათ თანამედროვე ბაზართან ადაპტაციაში დაეხმარება. ESG აკადემია, სხვადასხვა მიმართულების ტრეინინგები და ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი არაერთი პლატფორმით, თიბისი ბიზნესებს ზრდაში ეხმარება და წინ სვლის საფუძველს აძლევს.

ქვეყნის და საზოგადოების წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გზა ადამიანების ინდივიდუალურ მიღწევებშია, რომლებსაც განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა ქმნის. ამიტომ თიბისი განათლების პროექტებით სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას მოემზადონ თანამედროვე სამუშაო ბაზრისთვის, მიიღონ ცოდნა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით და დაეუფლონ მომავლისთვის საჭირო უნარებს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved