ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, ცათამბჯენში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შენობისკენ მტრის უპილოტო საფრენი აპარატი დაინახეს.
მედიის ცნობით, შენობაში განთავსებულია ჩეჩნეთის უსაფრთხოების საბჭოს, ომბუდსმენის აპარატის, აუდიტის პალატის, საარჩევნო კომისიის და რამდენიმე სხვა სამთავრობო უწყების ოფისები.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მომხდარის გამო გროზნის აეროპორტმა ყველა ფრენა შეაჩერა.














კომენტარები