თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელიაშვილმა სასამართლოზე განაცხადა:
,,გეტყვით რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებს სტრუქტურა ხართ თქვენ…
ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა იმ მანდატურებიდან არავინ ცოცხალი იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს…
აღტაცებული ვარ მანდატურის გამბედაობით და სიმამაცით…ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა… მოვიგერიე მოვერიე კიდეც ფიზიკურად, მინდოდა თავი დამეღწია, მივხვდი, რომ ერთი არ იქნებოდა სხვები მოვიდოდნენ, ვერაფრით მოვიშორე ტკიპასავით ჩამაფრინდა, ყოჩაღ, სიჩაუქეს ვეძახით… ჯერ კაცი ვარ ადამიანი, მერე ტერორისტი [იცინის]
უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მივედი დილაუთენია ხუთ საათზე, უამრავი გზა გავიარე… ჩემს ოჯახს ვუთხარი რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა, მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა..
ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით, მე თვითონ ვნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლები რომ მდიოდა და პოლიტიკურ დებატებში შემოვიდა..
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია…..არც არსად შევჭრილვარ, არც შუშა ჩამიმტვრევია, ერთი საათი ვამტვრევდი შუშას, ხან რა ავაძვრე, ხან რას…ღობიდან გადავძვერი, ვიჯექი და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორც უნდა შემეშინდეს, უკან როგორ დავიხიო”.
[ეტირება ალეკო ელისაშვილს – რ.თ.]
შემოლაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, რომ არ ვეგუებით უსამართლობას და არც შევეგუებით.
კაბურაში მქონდა იარაღი, მაქვს ტარების უფლება წამოვიღე იმიტომ, რომ მე ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს შევეჭამე გზაში, პირდაპირ ვამბობ ამას… ვინმეზე თავდასხმა რომ მდომოდა ცოცხალი არავინ დარჩებოდა… მოგერიება მინდოდა…იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა, გამოყენებას არ ვაპირებდი.
პატივისცემას ვუდასტურებ მანდატურებს, ერთმა განსაკუთრებით მაგრად მცემა, არ ვამტყუნებ, თავის საქმეს აკეთებდა და თავის ტერიტორიას იცავდა, ნეტავ თავის საქმეს აკეთებდნენ და არა იმას, რასაც ყოველ დღე ვუყურებთ სასამართლოს დარბაზებში.
ჩემებს მინდა ბოდიში მოვუხადო…ასეთი ვარ…. ერთი წელია სული მეხუთება უსამართლობისგან…
[ტირის]
ცრემლი არ არის ბრაზია და ბოღმა… ირაკლი[კუპრაძეს] თუ ფიქრობთ რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიშით, ეგ განზრახვა არ მქონია ნამდვილად…
ერთი პოლიციელი მეკაიფებოდა, რომ ტონობით ფული მომცა ხაზარაძემ, მერე მოვიდნენ ჩხრეკაზე, ნახეს როგორც ვცხოვრობ…ერთადერთხელ ვთხოვე ფული და ისიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად…. ბოლომდე, ცეცხლი უსამართლობას”. (რადიო თავისუფლება)
.














კომენტარები