• რეკლამა
  • კონტაქტი
15:46, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამარდაშვილს ტაშს ჯერ კიდევ მაშინ ვუკრავდი, დინამო თბილისმაც რომ გაუშვა გუნდიდან, რუსთავის კარში რომ იდგა მეორე ლიგაში” – რეზო კიკნაძე

ალია ავტორი - ალია
13:37 11-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
285

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს კიდევ ერთხელ პასუხობს და წერს:

 

გიორგი მამარდაშვილს ტაშს ჯერ კიდევ როდის ვუკრავდი იცით ტრიბუნიდან? მაშინ, როდესაც თითქმის არავინ იცოდა მასზე, დინამო თბილისმაც რომ გაუშვა გუნდიდან, სულ მთლად ბავშვი, და რუსთავის კარში იდგა მეორე ლიგაში.
ჯერ კიდევ წინ იყო ლოკომოტივში გადასვლა, კრანადასთან საოცრებები და ესპანეთიდან ინტერესი.
ეს შეიძლება დაგავიწყდა, გიო, მაგრამ მე გუშინდელი დღესავით მახსოვს თელავთან წაგებული საპლეიოფო მატჩები, უმაღლეს ლიგაში შემოსასვლელად. ანუ ყველაზე დიდი დაცემის და იმედგაცრუების დროს ვიდექი ჩემი გუნდის გვერდით.
ხვიჩა კვარაცხელიასაც მაშინ ვუკრავდი ტაშს — 2018 წელს, რუსთავი რომ ძლივს გადარჩა გავარდნას და მაგის ფანკლუბში მყოფი მე, საქართველოს ყველა ქალაქის სტადიონიდან ვუყურებდი რუსთავში მოთამაშე 17 თუ 18 წლის ხვიჩას თამაშებს (ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, თურმე იმ პერიოდში ფეისბუკზე შემთხვევით დამისინია ხვიჩას, და ამის გამო ხომ არ გვემართება ეს ყველაფერი ნეტა.
ავტოსტოპებით დავდიოდით ხოლმე ხან ფოთში, ხან მარტვილში, ხან საჩხერეში მატჩების სანახავად. იმ დროს ვინ იცოდა, რას მიაღწევდა კვარა, მაგრამ მე მაშინვე მიყვარდა და ვგულშემატკივრობდი.
ოთარ ადეიშვილი, თუ არ ვცდები, 2015 ან 2014 წელს წავიდა რუსთავიდან დინამოში, და სკოლაში მყოფი მე იმ პერიოდიდან ვქომაგობდი. სკოლის მერე მივდიოდი სტადიონზე მისი თამაშების სანახავად.
ანუ სანამ ცნობილები გახდებოდით და სანამ რამეს მიაღწევდით, იქამდეც მიყვარდით და ტაშს გიკრავდით,ბიჭებო. ამიტომ დიდი უმადურობაა, მომაძახო გასაჭირში გტოვებო,მაგრამ მიყვარდით იქამდე, სანამ თქვენ თავად დატოვებდით ამ გასაჭირს და პილატესავით ხელებს არ დაიბანდით.
საქართველოს თქვენი უბრალო ერთი პოსტი, ერთი კომენტარი, ერთი განცხადება სჭირდებოდა.
ახლა აღარ მიყვარხართ იმის გამო კი არა, რომ ბულგარეთთან წააგეთ ან თურქეთმა დიდი ანგარიშით მოგიგოთ —
ბევრად უარესი შედეგების მქონე ნაკრებისა თუ გუნდის ფეხბურთელები მყვარებია —
არამედ იმიტომ, რომ თქვენ გოლის გატანა, ბურთის გაგორება და ამაში აღებული პრემიები საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარ ქვეყანაზე წინ დააყენეთ. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, გულშემატკივრები კი რჩებიან!
P.S. — 2024 წლის 15 აპრილს კინაღამ
მოვკვდი ნერვიულობისგან, გერმანიაში წასასვლელი ბილეთის აღება რომ ვერ მოვასწარი. ბილეთის, რომლისთვისაც ფულის მოსაგროვებლად ჩემი საყვარელი წიგნები გავყიდე და დამატებით ჭურჭლის მრეცხავადაც ვმუშაობდი.
ორი კვირის შემდეგ პირიქით, მადლობას ვამბობდი, ორი კვირით ადრე ბილეთის ყიდვა რომ ვერ მოვასწარი იმისთვის, ვინაიდან მე იმ ფეხბურთელებს ტაშს ვეღარ დავუკრავ, ვინც ქვეყანა ფეხებზე დაიკიდა და, როცა მთავრობის მოგზავნილი ნიღბიანი მხეცები ქუჩაში ხალხს სასიკვდილოდ სცემდნენ, ხმა არ ამოიღო, – წერს კიკნაძე.

შეგახსენებეთ, რომ ეროვნული ნაკრების მეკარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წუხილი გამოთქვა კრიტიკის გამო.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved