• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამხედრო შენგენი“ – რა ზომებს მოიცავს ინიციატივა

ალია ავტორი - ალია
19:31 11-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
422
ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის. ევროკომისიის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპაში დაგეგმილია სამხედრო მობილობის გაზრდა, რომლის ფარგლებშიც ჯარებს, აღჭურვილობას და სამხედრო აქტივებს შეეძლებათ სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილება
 „მშვიდობის დაცვისა და ჩვენი კონტინენტის თავდაცვის მზადყოფნის გაზრდის გეგმებზე დაყრდნობით, ევროკომისიამ წარმოადგინა ზომების ერთობლიობა, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის სამხედრო მობილობას მთელ ევროპაში. ეს ზომები შექმნის ევროკავშირის მასშტაბით სამხედრო მობილობის ზონას, სადაც ჯარებს, აღჭურვილობასა და სამხედრო აქტივებს შეეძლებათ სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილება“ – ნათქვამია განცხადებაში
ამასთან, ევროკომისიის ცნობით, „სამხედრო შენგენი“ შემდეგ ზომებს მოიცავს:
• მოხსნის მარეგულირებელ ბარიერებს, მაგალითად, ერთიანი ნებართვის პროცედურის არსებობას სამხედრო აღჭურვილობის გადასაადგილებლად ევროკავშირის 27 ქვეყნისთვის;
• შეიქმნება საგანგებო ჩარჩო დაჩქარებული პროცედურებისა და ინფრასტრუქტურაზე პრიორიტეტული წვდომისთვის;
• გააუმჯობესებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას, ევროკავშირის სამხედრო მობილობის ძირითადი დერეფნების სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების სტანდარტებამდე განახლებით და სტრატეგიული სამოქალაქო/სამხედრო ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებითა და დაცვით ახალი მდგრადობის ინსტრუმენტების გამოყენებით;
• მმართველობისა და კოორდინაციის გაძლიერებას;
• ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას NATO-სთან და სხვა პარტნიორებთან.
ამას გარდა, ევროკომისიამ ასევე სახელმძღვანელო წარადგინა, რომელიც სამხედრო სფეროში რევოლუციურ ინოვაციებს შეუწყობს ხელს და ევროპის თავდაცვით მრეწველობას გააძლიერებს. ევროკომისიის ინფორმაციით, სამხედრო მობილობის ზომები ახლა საბჭოსა და ევროპარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved