• რეკლამა
  • კონტაქტი
12:35, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 ოპოზიციური პარტიის განცხადება

ალია ავტორი - ალია
19:41 11-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
895

ოპოზიციური პარტიები “ქართული ოცნების” ხელისუფლების გაძლიერებულ რეპრესიებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დახმარების სისტემაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს.

ოპოზიციური პარტიები წერენ, რომ რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე.

ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბოროტებასთან შეუგუებლობის და სიმტკიცის მაგალითი გვიჩვენეს.

“ქართული ოცნება” საკუთარ თავს ტრადიციული ქართული ღირებულებებისა და ოჯახური ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს მაშინ, როდესაც ყალბი ჩვენებებისა და შეთითხნილი საქმეების გამოყენებით, მშობლები და შვილები, ცოლები და ქმრები, დები და ძმები ერთმანეთს წლობით დააცილა და ოჯახები მრავალწლიანი განშორებისათვის გაწირა.

ივანიშვილის რეჟიმმა გააღრმავა ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა: მისივე აღიარებით, კორუფცია და თანამდებობის გამოყენებით, მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება რეჟიმის წარმომადგენელთა ცხოვრების წესია, მისი მიზანმიმართული მცდელობის შედეგად, საქართველო უფრო და უფრო შორდება თავისუფალ სამყაროს, და მარტო რჩება მტრის, რუსეთის წინაშე, რაც ჩვენს სახლემწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს.

რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებას, ჯანდაცვას და სოციალური დახმარების სისტემაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრციულ კონტროლს და რეპრესიებს აღრმავებს.

მას სურს საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონრების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა.

მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა.

რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე.

ჩვენს შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ  ისტორიულ წიაღში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

ქართველმა ხალხმა ამ ერთი  წლის განმავლობაში, გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება.

ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს.

ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!” – წერია განცხადებაში. 

განცხადებას ავრცელებენ:

  • “ახალი”;
  • “გირჩი-მეტი თავისუფლება”;
  • “დროა”;
  • “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”;
  • “ევროპული საქართველო”;
  • “თავისუფლების მოედანი”;
  • “ფედერალისტები”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved